ა(ა)იპ მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის
მართლმადიდებლური საშუალო სკოლის განვითარების
ერთწლიანი(2024-2025 წ.წ.) სტრატეგიული გეგმის
შესრულების ანგარიში
2024–2025 სასწავლო წელს სკოლამ მიზნად დაისახა განათლების ხარისხის ამაღლება, სასწავლო პროცესის ეფექტურად ორგანიზება, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა და მოსწავლეებზე ორიენტირებული მიდგომების ხელშეწყობა. მოსწავლეთა ცოდნის, უნარების და ღირებულებების ჩამოყალიბება და განვითარება. როგორც აკადემიური სწავლების,ასევე სოციალური, ემოციური და ზნეობრივი აღზრდის კომპონენტების სრულყოფა. სასწავლო პროცესში გამოიყენებოდა როგორც ინტერაქტიური, ასევე პროექტზე დაფუძნებული სწავლება, რაც გარკვეულ წილად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას. სკოლაში მოსწავლეთა პროგრესი იზომება მიმდინარე, სემესტრული და საბოლოო შეფასებებით, როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებით.
ყურადღება ექცევა უსაფრთხო, თანასწორი გარემოს შექმნას, რაც, თავის მხრივ, ემსახურებამოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას.სკოლა მუდმივად თანამშრომლობს მშობლებთან, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლის განვითარებას.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: მოსწავლეთა ძირითადი უნარების განვითარებას, სასწავლო დისციპლინებში მიღწევების გაუმჯობესებას, მათ შორის დაბალქულიანი მოსწავლეების ინდივიდუალურ მხარდაჭერას. სკოლა სასწავლო პროცესში იყენებს განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტებს: თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, მასწავლებლის ზეპირი თუ წერილობითი უკუკავშირი, რაც ეხმარება მოსწავლეებს სწავლაში და შედეგების გაუმჯობესებაში. სკოლის ელექტრონული ჟურნალი ხელს უწყობს მოსწავლის, მშობლის დროულ ინფორმირებას. წლიური აკადემიური მაჩვენებლების ანალიზი გვიჩვენებს, რომ გასულ სასწავლო წელთან შედარებით გაზრდილია მაღალი აკადემიური მაჩვენებლების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა.
განვიხილოთ, რა სურათს გვიჩვენებს სკოლის განვითარების ერთწლიანი(2024-2025 წ.წ.) სტრატეგიული გეგმის შესრულების ანგარიში კონკრეტულ შესრულებულ სამუშაოებთან, მიღწეულ შედეგებთან და შემდგომ ნაბიჯებთან მიმართებაში.
სკოლის განვითარების ერთწლიანი(2024-2025 წ.წ.) სტრატეგიული გეგმა
- სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება
| შესრულების ანგარიში |
| სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის ფარგლებში I მიმართულების – სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლების – რეალიზაციის მიზნით არაერთი შედეგზე ორიენტირებული აქტივობა განხორიელდა.
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შემუშავდა და განახლდა საგნობრივი კურიკულუმები, რომლებიც დაამტკიცა საგნობრივმა კათედრებმა და პედაგოგიურმა საბჭომ. განხორციელდა საინტერსო შიდა სასკოლო პროექტები. სწავლა -სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა კონსტრუქტივისტული პრინციპების გამოყენებით, რამაც, გარკვეულ წილად, გაზარდა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან მასწავლებლები განახორციელებდნენ დამატებით კონსულტაციებს, რაც ხელს უწყობდა მოსწავლეთა აკედემიური მიღწევების გაუმჯობესებას. მიმდინარე სასწავლო წელს დაიგეგმა სასკოლო პროექტი -,,გრიგოლ ხანძთელი-ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი”-და ამ მიზნით შემუშავდა პროექტის ვადები, მიზნები, ამოცანები, მოსალოდნელი შედეგები, სამუშაო გეგმა, პროექტის შეფასების კრიტერიუმები. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა შეისწავლეს ტექსტები:-გიორგი მერჩულე-,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”(X კლასი); შ.ძიძიგური-,,სამი შატბერდული ხელნაწერის თავგადასავალი” (VIIIკლ.)ამის შემდეგ მოსწავლეებმა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებმა ნახეს სკოლის დირექტორის არქიმანდრიტ ილია ნასიძის ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმი-,,წმინდა გრიგოლ ხანძთელი”, პროექტის სამუშაო გეგმაში გაიწერა სწავლების თითეული საფეხურის მოსწავლეებისათვის ტექსტის შინაარსისა და ისტორიული კონტექსტის გააზრების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები, დაიგეგმა და განხორციელდა მოლოცვითი ტური ტაო-კლარჯეთში ისტორიულ-კულტურული სივრცის უშუალო გამოცდილებით გააზრების მიზნით. მოხდა მოსწავლეთა გადანაწილება ჯგუფებში. გმოიკვეთა პროექტის ძირითადი მიმართულებები: 1. გრიგოლ ხანძთელი როგორც ლიტერატურული პერსონაჟი – „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“; 2. ისტორიულ – კულტურული კონტექსტი – „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების“; 3. ბიბლიური სახე–სიმბოლოები და ქრისტიანული სათნოებანი – „სანთელი ესე დაუვსებელი“; 4. კულტურულ–საგანმანათლებლო მოღვაწეობა – 1. „ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით“, 2.,,საწელიწდოი იადგარი” 3. ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა; 5. გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის შეფასება – „ტალანტი სიბრძნისაი განგიმრავლებიეს“. პროექტი დასრულდება და სასკოლო აზოგადოებას წარედგინება მომავალი, 2025-2026 სასწავლო წლის პირველ ნახევარში.გარდა საბაზო და საშუალო საფეხურის მოწავლეებისა პროექტში ჩაერთვებიან დაწყებითი კლასების მოსწავლეებიც. სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით ხდებოდა გაკვეთილებზე დასწრება, ურთიერთდაკვირვება და პროფესიული მხარდაჭერა.მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით , მიმდინარე სასწავლო წლის აკადემიური მიღწევების გათვალისწინებით , ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მოხდება წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოება .სამწუხაროდ სკოლას არ ჰყავს ოქროს მედლის კანდიდატი მოსწავლეები. ამ მიმართულებით სკოლამ უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა გაიზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია ამ მიმართულებით.სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ოლიმპიადებში, მათ შორის ეროვნულ ოლიმპიადაში. XI კლასის მოსწავლე გვანცა ბუზალაზემ მონაწილეობა მიიღო ქართულ ენისა და ლიტერატურის ეროვნულ ოლიმპიადაში და გარკვეულ წარმატებსაც მიაღწია რესპუბლიკურ ტურში. ერთწლიანი გეგმის 1-ელი მიმართულების –სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება-ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უმეტესობა სრულად არის შესრულებული. სასწავლო წლის ბოლოს გახორციელდა მასწავლებელთა და მშობელთა გამოკითხვა. ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება გაუმჯობესების ღონისძიებები.
მომავალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი პროცესები და მოსწავლეთა ინდივიდუალური მხარდაჭერის მექანიზმების ამოქმედება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სასწავლო პროცესის ამაღლების მიმართულებით. სამწუხაროდ, მიმდიარე სასწავლო წელს სკოლას არ ჰყავს ოქროს მედლის კანდიდატი მოსწავლეები. სკოლამ უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა გაიზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია ამ მიმართულებით.
|
- ადამიანური რესურსის განვითარება
| შესრულების ანგარიში |
| სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსის პროფესიულ ზრდას.
განხორციელდა პერსონალის მართვის სისტემის მოწესრიგება, დასაქმებულთა პირადი საქმეების განახლება და დოკუმენტაციის სრულყოფა. მასწავლებლები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა ტრენინგებში, ხდებოდა სამუშაო შეხვედრები თანამედროვე პედაგოგიკური მიდგომების, სწავლებისა და შეფასების სისტემების მიმართულებით, რაც აისახებოდა სწავლების ხარისხზე. მომავალში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს მასწავლებელთა მხარდამჭერი აქტივობები, გაკვეთილებზე დასწრება, დაკვირვება და ინდივიდუალური უკუკავშირის მიწოდება, დაეხმარება თითოეულ მასწავლებელს სწორად განსაზღვროს პროფესიული განვითარების გეგმა. თანამშრომელთა წახალისების სისტემის აქტიური გამოყენება , რომელიც მოიცავს მადლობის სიგელებს, პროფესიული წარმატებების აღნიშვნასა და საჯარო აღიარებას, რაც, თავისთავად ცხადია, გაზრდის სამუშაო მოტივაციასა და გუნდურთანამშრომლობას. ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების ძირითადი ნაწილი სრულად შესრულდა , თუმცა მომავალი წლისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა, თითოეული მასწავლებელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას.
|
III. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება
| შესრულების ანგარიში |
| სკოლის სასწავლო გარემოს ხარისხი მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება ინფრასტრუქტურის, ტექნიკური რესურსებისა და საგანმანათლებლო მასალების ხელმისაწვდომობით. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში განხორციელდა სკოლაში უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და განვითარება.სისტემატურად ხორციელდება სკოლის შენობისა და ეზოს მოვლა-პატრონობა, მცირე სარემონტო სამუშაოები, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი აწარმოებს რეგულარულ მონიტორინგს.სკოლაში შექმნილია უსაფრთხო, მოწესრიგებული და სასწავლო პროცესისთვის კომფორტული გარემო.
საჭიროებისამებრ განხორციელდა სასწავლო ინვენტარის, ავეჯის, ტექნიკური მოწყობილობებისა და სხვადასხვა მასალის შეძენა. შესყიდვები განხორციელდა გამჭვირვალე პროცედურებით, შესაბამისი ხელშეკრულებებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით.განახლდა წიგნადი ფონდი, შეძენილ იქნა ახალი სახელმძღვანელოები. ბიბლიოთეკის რესურსები შესაბამისობაში უნდა იყოს სასწავლო პროგრამებთან, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდეს მუშაობა, რათა როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელს საშუალება ჰქონდეთ სასწავლო პროცესში საჭირო რესურსებზე წვდომა. საჭიროა შედგეს ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი და დაინერგოს მისი მოხმარების პრაქტიკა.
მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვერების წესის დამკვიდრების უზუნველყოფასა და სასკოლო სპორტული აქტივობების განხორციელებას ხელს უწყობს შესაბამისი სპორტული ინვენტარი. ამ მიზნით სკოლამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა: შეიძინა სპორტული ინვენტარი და ფიზიკური აღზრდისათვის საჭირო მასალები. მომავალშიც უნდა გაგრძელდეს სპორტული და ლაბორატორიული რესურსების შეძენა. სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვისათვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ჩართვაა სასწავლო პროცესში, რათა გაძლიერდეს ადმინისტრაციული და სასწავლო კომუნიკაცია, გაიზარდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ამ მიზნით სკოლაში გაუმჯობესდა სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა: განახლდა ტექნიკა, გაუმჯობესდა ინტერნეტკავშირი. განახლდა ოფიციალური ვებ-გვერდი და საკომუნიკაციო არხები. თუმცა მომავალში სკოლამ უნდა იზრუნოს სასწავლო პროცესში ციფრული რესურსების აქტიურად გამოყენებაზე. მატერიალურ -ტექნიკური ბაზის გაუმჯებესების ერთ-ერთი განმსაზღვერლი ფაქტორი არის ფინანსური მდგრადობა. სკლოლაში უზრუნველყოფილია ფინანსური რესურსების რაციონალური გამოყენება და სკოლის სტაბილური ფუნქციონირება.
|
IV.უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა
| შესრულების ანგარიში |
| სკოლის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხო, ორგანიზებული და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში სკოლამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავდა წესრიგის, დისციპლინისა და უსაფრთხოების სტანდარტების განმტკიცებას. სკოლაში უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი წესრიგისა და დისციპლინის დაცვა. სკოლის შიდა და გარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ვიდეოკამერების მონიტორინგი, სკოლას შემუშავებული ჰქონდა მასწავლებელთა მორიგეობის განრიგი. გამოყოფილია სასკოლო დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი. სკოლის წესები ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის. სასწავლო წლის დასაწყისში, პირველივე შეხვედრაზე, კლასის დამრიგებლებმა მიაწოდეს ინფორმაცია როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებს სკოლის შინაგანაწესის, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ.
სკოლა აწარმოებს ვიზიტორთა აღრიცხვის ჟურნალს. მინიმუმამდეა დასული დისციპლინური დარღვევები. ჩამოყალიბებულია მხარდამჭერი და კეთილგანწყობილი სასკოლო ატმოსფერო. სკოლაში უსაფრთხო გარემოს გარანტი ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებია. სკოლამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. სრულად მოწესრიგდა ხანძარსაწინაღმდეგო სისტემა, სკოლის ყველა ფლიგელში განთავსდა ევაკუაციის გეგმა. სასწავლო დანიშნულების ყველა ოთახში განთავსებულია კვამლის დეტექტორები. მშობელთა კრებებზე განხილულიაუსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები. სასურველია, მომავალშიც გაგრძელდეს უსაფრთხოების ტრენინგების ჩატარება.
|
| შესრულების ანგარიში |
| სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია სასკოლო საზოგადოების — მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგებისა და ადმინისტრაციის — აქტიური მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებისას. ამ მიმართულებით სკოლამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. სასწავლო წლის დასაწყისში, კლასის პირველივე კრებებზე განხილულ იქნა სკოლის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი (მისიის, ხედვისა და ღირებულებების დოკუმენტის პროექტი, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების პროექტები), ხოლო აღნიშნული პროექტების დამტკიცების შემდეგ კვლავ მოხდა დამტკიცებული დოკუმენტების გაცნობა როგორც მშობლებისთვის, ასევე სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებისთვის, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობითი პრაქტიკის გაუმჯობესებას. მშობლები ასევე ჩართულნი იყვნენ სასკოლო პროექტებსა და ღონისძიებებში. სკოლაში უზრუნველყოფილია ინფორმაციის დროული გაცვლა მშობელთა კრებების, ინდივიდუალური შეხვედრების, ელექტრონული ჟურნალის, მეილის, ტელეფონისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.
დირექტორის ბრძანებების საფუძველზე დამტკიცებულია საჩივრების მიღებისა და განხილვის მექანიზმები და შესაბამისი რეგულაციების წესი. განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა სასკოლო საზოგადოების ჩართულობა, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა.
|
| შესრულების ანგარიში |
| სკოლის მისიის შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა თითოეული მოსწავლის აკადემიურ, სოციალურ და პიროვნულ განვითარებას. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში განხორციელდა მხარდაჭერის მრავალმხრივი ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში წარმატებულ ჩართულობას, ადაპტაციასა და თვითრეალიზაციას.შემუშავდა და დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია მოსწავლეთა სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობი მექანიზმები, განხორციელდა ინფორმაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა. შესაბამისი პროცესები რეგულირდება როგორც დირექტორის ბრძანებით, ასევე სკოლის შინაგანაწესით.
დამრიგებლებისა და პედაგოგების ჩართულობით განხორციელდა პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით აქტივობები, ინფორმაციული შეხვედრები, პროფესიების გაცნობა და სამომავლო გეგმების შემუსავების მხარდაჭერა. ფუნქციონირებდა სხვადასხვა კლასგარეშე წრე ( ხალხური რეწვის, გალობის, ხალხურ საკრავთა და სიმღერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, წიგნის კითხვის, მდგრადი განვითარების მიმართულებით). მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა არაფორმალური განათლების სივრცეში განავითარონ თავიანთი შემოქმედებითი უნარები. დაიგეგმა და განხორციელდა გასვლითი გაკვეთილები, თემატური ექსკურსიები და სასწავლო პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.წლის მანძილზე სკოლაში არაერთი აქტივობა განხორციელდა : ,,ჩვენი სკოლა ჩვენი საზრუნავია”,- ასე დაარქვეს მეორეკლასელებმა ( დამრიგებელი-ლია ჩიტიაშვილი) ამ დღეს და მშობლებთან ერთად ბზის ნერგებით შეავსეს სკოლის ეზო. მოსწავლეებმა ჯერ მცირე ინფორმაცია მოიძიეს საქართველოში გავრცელებული ,,კოლხური ბზის” შესახებ და თანატოლებს გააცნეს, შემდეგ კი ნერგებისთვის ადგილი შეარჩიეს და საქმეს შეუდგნენ. პატარებს უფროსკლასელებიც დაეხმარნენ და შრომა გაუადვილეს. საერთო მონდომებით, მშობელთა ჩართლობითა და თანადგომით, სკოლის ეზოს ერთი პატარა კუთხე ბზის ნერგებმა დაამშვენა. პატარებმა გადაწყვიტეს, თვითონ იზრუნონ ნარგავებზე და მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა სკოლის ეზოს გამშვენიერებაში. სკოლის „მდგრადი განვითარების მიზნების კლუბის” წევრები (ხელმძღვანელი-გეოგრაფიის მასწავლებელი ქეთევან რაზმაძე) თბილისში არსებულ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ესტუმრნენ. სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის მიზანი იყო, გარემოსდაცვითი განათლების საკითხების გააზრებასთან ერთად, მოსწავლეები გაცნობოდნენ დარგის სპეციფიკას და გაეცნობიერებინათ საქართველოს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობა. გარემოსდაცვითი საკითხების ცნობადობის გაზრდის მიზნით კლუბი სამომავლოდ გეგმავს, კლუბის ლიდერმა მოსწავლეებმა ვებინარზე მოსმინილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოში ვიზიტის შედეგად მიღებული ცოდნა შეაჯერონ და სასკოლო საზოგადოებას გააცნონ . VI კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების პედაგოგის შორენა გოგალაძის ხელმძღვანელობით ეწვივნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების ცენტრის- SALIS – ლაბორატორიას. პროექტის -„ყველაფერი წყლის შესახებ“ -ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ექსპერიმენტებში და გამოიკვლიეს წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები. გაკვეთილზე წყლის თვისებების შესწავლისა და ლაბორატიულ ექსპერიმენტებში პრაქტიკული გამოცდილებით მიღებული ცოდნის შეჯერების შედეგად მოსწავლეებმა გაიაზრეს წყლის როლი და მნიშვნელობა ბუნებრივ პროცესებში. ლაბორატორიულ აქტივობებში ჩართულობამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა მათი შემეცნებითი გამოცდილება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს სამეცნიერო აზროვნების ჩამოყალიბებას და შესაძლებლობას მისცემს მათ, უფრო რთულ და მრავალფეროვან საკითხებს ახალი პერსპექტივიდან შეხედონ. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიული გარემო ქმნის რეალურ შემეცნებით გამოცდილებას, რომელიც აბსტრაქტულ თეორიას რეალურ მოვლენებად გარდაქმნის და იგი ცოცხალი, საინტერესო და ინტერაქტიული პროცესია. IV კლასის მოსწავლეებმა ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- ლია ჩიტიაშვილი) ლოზუნგით-,,შენი ფრთები წიგნებია”-საინტერესო აქტივობები განახორციელეს: ჯერ საყვარელი წიგნები შეაგროვეს, შემდეგ კი საკლასო ოთახში ,,სამკითხველო კუთხე’’ მოაწყეს.მოსწავლეებმა ერთმანეთს შეურჩიეს წიგნები, ისაუბრეს წაკითხულ მოთხრობებზე და ტექსტებში აღწერილი ამბები პირად გამოცდილებას დაუკავშირეს . პატარებს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეულიც არ გამორჩენიათ. ფრანგი მწერლის ჰექტორ მალოს ცნობილი ნაწარმოები ,,უსახკარო” შეარჩიეს და კლასში ხმამაღლა წაიკითხეს. მათთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა კითხვის ასეთი ფორმა. გადაწყვიტეს, თავისუფალ დროს ერთობლივად წაიკითხონ წიგნები და თავიანთი შთაბეჭდილებები კომიქსების, პოსტერების, წერილობითი პრეზენტაციების ფორმით განათავსონ ,,სამკითხველო კუთხეში”.
მე-7 კლასის მოსწავლები (დამრიგებელი ნატო შიოლაშვილი) ფიზიკის მასწავლებელებელ ვერა შეყელაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდნენ სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ ექსპერიმენტორიუმში. მოსწავლეებმა მართლაც რომ ხალისით მიიღეს მონაწილეობა სხვადასვა ექსპერიმენტებში. განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა ,,აზოტ-შოუმ”. როგორც მეცნიერული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, განხორციელდა საინტერესო აქტივობები, რაც მოსწავლეებს დაეხმარება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უკეთესად ათვისებისადა გააზრებაში. სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებელ ქეთევან რაზმაძის ხელმძღვანელობით, აქტიური მონაწილეობა მიიღეს Eco Centre -ის მიერ იყო ორგანიზებულ ონლაინ-ტრენინგში, რომელიც მიზნად ისახავდა სამართლიანი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას. ტრენინგ-პროგრამა განკუთვნილი იყო, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისათვის. ტრენინგი სამ ეტაპს მოიცავდა. გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ჩართვა ონლაინ quiz-ის კონკურსში -„შრომითი უფლებების ‘’ შესახებ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 30-მა მოსწავლემ. მათ წარმატებით გადალახეს პირველი ეტაპი და ბონუს ქულებიც დააგროვეს.II ეტაპზე გამარჯვებულ მასწავლებელს და მოსწავლეებს გადაეგზავნათ პროექტის განსახორციელებელი მასალები, მზა რეზურსები შრომით ულებებზე. შემდეგ კი ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი გაკვეთილი-,,შრომითი უფლებები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის”.გაკვეთილს დაესწრო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ასევე სკოლის მოძღვარი – დეკანოზი ალექსანდრე ბეჟიტაშვილი. მოსწავლეებმა ჯგუფებში გაანალიზეს სიტუაციური ამოცანები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. ნახეს ვიდეო-ფილმი -,,ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები”.მოსწავლეებმა შეაჯამეს ტრენინგ-პროგრამის განხორციელებისას შეძენილი ცოდნა და აღნიშნეს, რომ შრომითი უფლებების შესახებ მიღებული ცოდნა მათთვის საინტერესოც არის და საჭიროც , ვინაიდან სამომავლოდ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ისინი გეგმავენ დასაქმდნენ სხვადასხვა სფეროში.EU4Youth პროგრამის მიერ ორგანიზებულ ონლაინ quiz-ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. VIII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნაილე თაბაგარის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პროექტი-,,ნაწერი რჩება უკუნისამდე”- განახორციელეს. პროექტი მიზნად ისახავდა წერის წარმოშობის, როგორც კაცობრიობის ცივილიზაცის საწყისი ეტაპიდან ციფრულ ტექნოლოგიებამდე განვლილი გზის, მიმოხილვას და ამ ჭრილში უძველესი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების, ხელნაწერებისა და მწიგნობრობის კერების შესახებ დასაბუთებული ინფორმაციის წარდგინებას. შუმერთა ლურსმნული დამწერლობიდან ეგვიპტურ იეროგლიფებამდე თუ ბერძნულ და ლათინურ ანბანამდე კაცობრიობის წარსული კლდეზე, ქაღალდზე, ტყავზე აღიბეჭდა და ციფრული ტექნოლოგიებით დაგვირგვინდა. მოსწავლეებმა: მთელი ეს პროცესი მნიშვნელოვან ნაწილებად დაჰყვეს და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო მასალები წარუდგინეს . განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეების მიერ შესრულებელი ნამუშევრები თიხასა და კერამიკაზე, მინიატურული წიგნი, ნაქარგობანი, გრაგნილი, ორიგინალური ჯვარი, წიგნის სანიშნები, ბუმბულის კალმები, ჩანაწერების წიგნაკი და ხელნაწერი წიგნი იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების, აღდგომისა და ამაღლების ამსახველი ხატებით. მოსწავლეებმა სკოლის ტაძარს შესწირეს ნაქარგი, მძივებით გამშვენებული სანიშნი ოთხთავისათვის, ხოლო მცირე სანიშნები მასწავლებლებს აჩუქეს. მოსწავლეებმა დიდი კრძალვით, სიყვარულით, მონდომებით წარმოადგინეს კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების გზა, რომლის ნაწილი ქართული კულტურაცაა. ჩატარდა პოპულარული ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ – ფორმატით 2025 წლის გაზაფხულის სეზონის კონკურსი . თამაშისთვის შეირჩა საბაზო( VII-VIII-IX კლ.) და საშუალო საფეხურის (X-XI კლ.) მოსწავლეთა გუნდები. თამაშის (რა? სად? როდის?) ორგანიზატორი გეოგრაფიის მასწავლებელი და მდგრადი განვითარების კლუბის ხელმძღვანელი ქეთევან რაზმაძე იყო , რომლის მიერ სწორად დაგეგმილი კონკურსი მოსწავლეების ინტელექტუალური ცოდნისა და კრიტიკული აზროვნების უნარების გამოვლენა –განვითარებას ემსახურება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიმართულების ,,ჭადრაკი სკოლაში ‘’ ორგანიზებითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭრით ჩატარდა მოსწავლეთა მეორე სასწავლო ოლიმპიადა- ,,ნონა გაფრინდაშვილის თასი”. ოლიმპიადაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა: მაქსიმე გოტიაშვილმა, ნიტა რთველიაშვილმა, შოთა კვახაძემ, თეკლა ირემაშვილმა (მასწავლებელი-ივანე ფარჯიანი) . პატარა მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა როგორც რაიონულ, ასევე რეგიონულ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავეს და რეგიონში ჩემპიონი სკოლის ტიტულიც მოიპოვეს. მოსწავლეებმა მეორე სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის -,,ნონა გაფრინდაშვილის თასის”ფინალშიც მიიღეს მონაწილეობა და საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის ბიბლიოთეკამ (ბიბლიოთეკარი: ნანა ციხისელი) მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ძალისხმევა არ დაიშურეს მასწავლებლებმა: ნინო წიკლაურმა, ხათუნა ელყანიშვილმა, ნონა ელკანიშვილმა, რომ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი შთამბეჭდავი ყოფილიყო. მოსწავლეებმა ისაუბრეს ,,მრვალჭირვარამგადანახადი”, მაგრამ მაინც ,,მყინვარივით გულზვიადი, ზღვასავით ულევი, თასმასავით მოქნილი, ღმერთების ენად” შერაცხული ქართული ენის შესახებ. გაიხსენეს მშობლიურ ენაზე მზრუნველი, მოამაგე დიდი მამულიშვილები. გაიხსენეს უახლესი წარსულიც, როდესაც საფრთხე შეექმნა ქართულს, როგორც სახელმწიფო ენას და, სწორედ, 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა პერიოდში, შეძლო ქართველმა ერმა, დაეცვა ქართული ენა და შეენარჩუნებინა მისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო კიდევ უფრო გაალამაზა მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა მხატვრულმა და მუსიკალურმა ნომრებმა(მასწავლებლები:ლია ჩიტიაშვილი, ლამარა ჭოლიკიშვილი, მანანა სარდლიშვილი, ნატო ჩაკვეტაძე). მე-2 კლასის მოსწავლეები ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ჩიტიაშვილი) თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმს ეწვივნენ. ქართულ ენაში შესწავლილი თემის-,,თოჯინა”-ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ , როგორი სათამაშოები არსებობდა ძველად, რისგან და როგორ კეთდებოდა ისინი. თოჯინებს, სათამაშოებს ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამიტომაც მოსწავლეებმა ხალისით განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები და თოჯინებიც საკუთარი ფანტაზიით შექმნეს. შემდეგ კი თავიანთი დამზადებული თოჯინებით ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს და შექებაც დაიმსახურეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველებური და თანამედროვე თემაზე შექმნილი სათამაშოები, ხალხური დედოფალები, ლიტერატურული პერსონაჟების მიხედვით დამზადებული თოჯინები. მოისმინეს ინფორმაცია თოჯინების შექმნის პროცესისა და ტექნოლოგიების შესახებ. შთამბეჭდავი იყო საღვთო სჯულის მასწავლებელ მაია ამანათიძის მიერ ჩატარებული გაკვეთილი მთაწმინდაზე, ღირსი მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიაში. მოსწავლეებმა გაიხსენეს, როგორ მიიზიდა მამა დავითმა მრავალი ადამიანი თავისი საოცარი ქადაგებებითა და სამაგალითო ცხოვრებით, რა სასწაულები აღესრულებოდა მისი ლოცვით, რა დიდი ძალა აქვს რწმენას, როგორ იფარავს უფლის მადლი ადამიანებს. სასწავლო წლის ბოლოს არაერთი გასვლითი ღონისძიება განხორციელდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სასკოლო პროექტის ფარგლებში სკოლის მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა ერთობლივი ტური ტაო–კლარჯეთში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალერეს საქართველოს ძირძველ მიწაზე წმინდა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით აგებული ეკლესია-მონასტრები,რამაც ხელი შეუწყო ისტორიულ- კულტურული სივრცის უშუალო გამოცდილებით გააზრებას.ტაო-კლარჯეთის მოლოცვითი ტურის შედეგი მიღწეულია:მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ ტაო-კლარჯეთის ისტორიულ და სულიერ ძეგლებს და გაიღრმავეს ცოდნა გრიგოლ ხანძთელის ეპოქის შესახებ; გაძლიერდა ეროვნული და სარწმუნოებრივი იდენტობის შეგრძნება; განვითარდა კვლევითი, დაკვირვების, ანალიზისა და პრეზენტაციის უნარები; მოსწავლეებმა შეძლეს ისტორიული ფაქტების დაკავშირება გიორგი მერჩულეს ტექსტთან; გაძლიერდა თანამშრომლობა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის; გაიზარდა სასწავლო მოტივაცია და პრაქტიკული სწავლების ეფექტიანობა. პროექტს, დასრულებულ სახით, მომავალი სასწავლო წლის პირველ ნახევარში წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებას. თითქმის ყველა კლასის დამრიგებელმა განახორციელა გასვლითი, მოლოცვითი ხასიათის ტური საქართველოს სხვადასხვა ტაძრებსა თუ ეკლესია-მონასტრებში. განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა მოსწავლეთა მხარდაჭერის სისტემა, რაც დადებითად აისახა მათ მოტივაციაზე. სასურველია მომავალი წლიდან კიდევ გაიზარდოს მოსწავლეთა მხარდაჭერის მექანიზმები.
|
VII. ორგანიზაციული განვითარება
| შესრულების ანგარიში |
| სკოლის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სკოლის ცნობადობის გაზრდა. სკოლის მიღწევები და აქტივობები აქტიურად შუქდებოდა ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სოციალურ ქსელებსა და საგანმანათლებლო პლატფორმებზე,https://www.etaloni.ge/geo/main/index/121456-ზე. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია სკოლის საქმიანობის, პროექტებისა და წარმატებების შესახებ.
ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა სკოლის მიმართ ნდობა, რაც აისახება სკოლაში სწავლის მსურველთა მზარდი მოთხოვნით. მომავალში სკოლამ კვლავ უნდა იზრუნოს განვითარებაზე, რათა რეგიონში გახდეს ერთ-ერთი პოზიტიური, კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო დაწესებულება.
|
შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო წელი მთლიანობაში იყო წარმატებული. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სასწავლო პროცესი წარიმართა დაგეგმილად.
რეკომენდაციების გათვალისწინება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ხელს შეუწყობს მომავალი სასწავლო წლის კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვას.
სკოლის დირექტორი: არქიმანდრიტი ილია /ნასიძე/
