
მოსწავლეებმა დედის დღეს შთამბეჭდავი პროექტი მიუძღვნეს
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სასკოლო პროგრამის ფარგლებში, პედაგოგ ნათია ხურცილავას ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტი განახორციელეს.
მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს სპექტაკლი – „იავნანამ რა ჰქმნა?!“, დედის „იავნანაც“ შეასრულეს და დედის დღისადმი მიძღვნილი ლექსებიც წარმოთქვეს.
სპექტაკლს საქველმოქმედო დანიშნულებაც ჰქონდა – შემოსული შემოწირულობა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაეცა.
იხილეთ ფოტოები:



















