გიმნაზიის შესახებ
მცხეთის წმიდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბერს (ძვ.სტ. 1 სექტემბერი-ინდიქტიონი. ახალი წლის დასაწყისი) სადღესასწაულო პარაკლისით.
სწავლა იწყება 9:00 სთ-ზე, დილის ლოცვით.
I-IV კლასების მოსწავლეთათვის დაწესებულია დღის გახანგრძლივებული, სააღმზრდელო მეცადინეობის საათი.
( I კლასი-15:30 საათამდე, ხოლო II-III-IV კლასები-16:00 საათამდე.)
დაწყებით კლასებს ემსახურება კვების ბლოკი – ერთჯერადი ტრაპეზით.
ისტორია
მცხეთის წმიდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა 1996 წლის 14 ოქტომბერს- პირველადი სახელწოდებით ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სასწავლო ცენტრი.
შენობა,სადაც ამჟამად ადმინისტრაციაა განთავსებული, XIX საუკუნისაა. სკოლის სახელწოდებამ განსაზღვრა პირველი კონტინგენტის მიღების პრინციპიც – კლასში ყოფილიყო 12 მოსწავლე.
მოსწავლეთა და საკლასო ოთახების რაოდენობის ზრდა ეტაპობრივად განხორციელდა. სკოლის ეზოში აშენდა სასწავლო ფლიგელები სასწავლო ოთახებით. თანდათან მიემატა ლაბორატორია,ბიბლიოთეკა,სპორტული და სააქტო დარბაზები.
ამჟამად,სკოლის სასწავლო პროცესი მოიცავს სწავლების სამივე საფეხურს-დაწყებითს,საბაზოს და საშუალოს. სწავლა 12 წლიანია და ეროვნული სასწავლოგეგმით განისაზღვრება თითოეული კლასის ან საფეხურის დასრულებისათვისმისაღწევი შედეგები,
მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრა 200 მოსწავლით.
გიმნაზიის დაარსებიდან სამი წლის შემდეგ, 1999 წლის 4 ნოემბერს, ადმინისტრაციულ შენობაში, 12 მოციქულის სახელზე იკურთხა ტაძარი, სადაც რეგულარულად აღევლინება წირვა-ლოცვა.
