2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგიური საბჭოს სხდომამ განიხილა და დაამტკიცა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იყო წლის მანძილზე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის, მატერიალური და ადამიანური რესურსების , სკოლის ორგანიზაციული განვითარებისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებანი.
სასწავლო წლის დასაწყისში განახლდა სასწავლო გეგმა. კერძოდ, შეიცვალა საათობრივი ბადე: I კლასში უცხო ენას დაემატა 1 კვირეული საათი. X, XI კლასებში მუსიკაში, სამოქალაქო განათლებაში,სახით და გამოყენებით ხელოვნებაში დაინერგა პროექტით სწავლება. ამ საგნებში მოსწავლეები განმავითარებელი შეფასებით ფასდებიან. გაუქმდა საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების სწავლება. შეიცვალა I და II კლასის სახელმძღვანელოები. მიმდინარე სასწავლო წელს, სკოლაში აქტიურად ხორციელდებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, სკოლის ბაზაზე განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარებას და სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებას ემსახურებოდა.
სკოლის უპირველესი მიზანი სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება და სკოლაში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებაა, რომელიც ღირსეული პიროვნებისა და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქის აღზრდას შეუწყობს ხელს. სკოლა მუდმივად უნდა აფასებდეს მიმდინარე პროცესებს და შესაბამისი პრობლემის იდენტიფიცირების ან ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირებდეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მოხდეს სასკოლო სასწავლო გეგმის ეფექტიანობის შეფასება და შემდგომი გაუმჯობესების გზების განსაზღვრა. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა მოხდეს სასკოლო სასწავლო გეგმის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენა. შეიძლება ითქვას, რომ სკოლის მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმა მეტწილად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, მოიცავს სკოლის მისიას, საფეხურების მიხედვით სკოლის განვითარების ხელშემწყობ პროცესებს . სკოლის საათობრივი ბადე შემუშავებულია ეროვნული სასწავლო გეგმის სარეკომენდაციო ბადის შესაბამისად. სკოლამ მოსწავლეებს კვლავ შესთავაზა დამატებითი საგანმანათლებლო მომსახუორებები,რაც გაწერილია შინაგანაწესსა და სასკოლო სასწავლო გეგმაში.
სკოლაში სწავლება ხორციელდებოდა გრიფირებული სახელმძღვანელოებითა და სხვადასხვა დამხმარე რესურსებით. მათ შორის, გამოიყენებოდა ელექტრონული
რესურსებიც.
მოსწავლეთა შეფასების კუთხით, სკოლამ აირჩია შეფასების 1-ლი მოდელი და , შესაბამისად, მოსწავლეების შეფასება ხორციელდება განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებით,თუმცა, მასწავლებლებმა განმავითარებელი შეფასება აქტიურად უნდა გამოიყენონ არა მხოლოდ დაწყებით, არამედ საბაზო და საშუალო საფეხურზეც. შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს გამჭვირვალე და ცნობილი სასკოლო საზოგადოებისათვის.
სასკოლო სასწავლო გეგმის ეფექტიანად განხორციელების შეფასებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში პერიოდულად ხდებოდა სწავლების ხარისხის მონიტორინგი .
შემდეგი მიმართულებებით:
-
-
-
- სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
- სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგი;
- სხვადასხვა პროექტების/აქტივობების განხორციელების მონიტორინგი;
-
-
სკოლაში რეგულარულად წარმოებდა სასწავლო პროცესზე დაკვირვება. მასწავლებლებს ეძლეოდათ ზეპირი განმავითარებელი უკუკავშირი.
წლის მანძილზე სკოლაში არაერთი აქტივობა განხორციელდა მოსწავლეთა ჩართულობით , რაც დადებითად აისახა სკოლის ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცა ინფორმაციულ – ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, განახლდა და ბაზა შეივსო კომპიუტერებით. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებით, აქტიურად მუშაობენ კლასგარეშე შემოქმედებითი წრეები : ხალხური რეწვის, ქართული ხალხური ცეკვის, გალობის, ხალხური საკრავების და ფოლკლორული სიმღერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების) ასევე დიდი ყურადღება ექცეოდა არაფორმალური განათლების დანერგვას. კარგად იმუშავა და არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელა ,,წიგნის კითხვისა“ და ,,მდგრადი განვითარების“ კლუბებმა. მიმდინარე წელს კლასგარეშე წრეებს შეემატა კიდევ ერთი -,,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების“- წრე.
სკოლა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს განათლების ეროვნული მიზნებისა და სკოლის მისიის განსახორციელებლად. მომავალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს ხარისხის მართვის მექანიზმების გაუმჯობესება. ახალი სტანდარტების შემუშავება და დანერგვა. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების , გაცდენების დიაგნოსტირება – კვლევა. მოსწავლის მშობელთან კომუნიკაციის ეფექტურობისთვის ელექტრონული ჟურნალის გამოყენება. მშობელთა ჩართულობით სასკოლო და სკოლის გარე აქტივობების ორგანიზება/განხორციელება. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ კონკურსებსა და პროექტებში მონააწილეობა. საქველმოქმედო აქციების მექანიზმების შემუშავება – ორგანიზება/მონაწილეობა. უნივერსიტეტებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება. არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ აქტივობებში, წრებსა და კლუბებში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა. მომდევნო სასწავლო წლიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს არაფორმალური განათლების კუთხით აქტივობების განხორციელებაზე.
სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის საჭიროა მასწავლებელთა პროფესიული ზრდა, ამისათვის ყველაზე ეფექტური და მომგებიანი იქნება სკოლის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების უწყვეტი სისტემის უზრუნველყოფა;
მნიშვნელოვანია სასკოლო ღონისძიებებში თემის აქტიური ჩართვა, მიღწეული შედეგების გაცნობა( ღია კარის დღე, პიარ-აქციები საზოგადოებაში სკოლის იმიჯის გაზრდის მიზნით ), სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ პროგრამებში და პროექტებში აქტიური მონაწილეობა. სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება, დემოკრატიული მართვის პრინციპების დამკვიდრება, არაფორმალური განათლების მომსახურებათა გაძლიერება, ფსიქოლოგიური სამსახურის შექმნაზე ზრუნვა. სკოლის საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების პროცესში სასკოლო ღონისძიებებისა და ინფორმაციის საჯაროობით, რაც ხელს შეუწყობს სკოლის იმიჯისა და ბრენდ-ცნობადობის ზრდას. ფსიქოლოგის კონსულტაციების დანერგვა ONLANE რეჟიმში, SKYPE-სა და ტელეფონის მეშვეობით, მოსწავლეების, მშობლების და პედაგოგებისათვის. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მემორანდუმის გაფორმება შესაბამის სამსახურებთან, ევაკუაციის სისტემის დახვეწილი სისტემის და იმიტირებული თამაშების ორგანიზება.
სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების ეფექტიანობის შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ სკოლისათვის კვლავ გამოწვევად რჩება ისეთი საკითხები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მუშაობას. სკოლა არ იყოჩართული კერძოდ, საგნობრივი კურიკულუმების დახვეწა და მორგება კლასის საჭიროებებს.
სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად უპირატესობა უნდა მიენიჭოს განმავითარებელ შეფასებას, რომელიც აფასებს მოსწავლეს თავის წინარე შედეგებთან მიმართებით; გარკვეულ საგნებში დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობას; არაფორმალური განთლების კუთხით უფრო მეტი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, სხვადასხვა კლუბების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას; სასკოლო პროექტის დაგეგმვას და განხორციელებას; სასწავლო რესურსების გამრავალფეროვნებას. მათ შორის, ელექტრონული რესურსების მოძიებასა და გამოყენებას; მასწავლებლების პროფესიულ განვითარების მიზნით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვის პროგრამის გაძლიერებას.
მეორე სემესტრი სასწავლო წლის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რადგან იგი ასრულებს სასწავლო წელს და ხდება მიღწეული შედეგების შეჯამება, რომელიც განსაზღვრავს როგორც აკადემიური, ასევე სხვა მნიშვნელოვანი მხარეების მაჩვენებლებს. ისევე, როგორც პირველ სემესტრში, სასწავლო წლის მეორე ნახევარშიც მასწავლებლები ცდილობდნენ გაკვეთილები სახალისო გაეხადათ მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით.
სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელის- ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელ შორენა გოგალაძის ინიციატივით, STEM საგნების პედაგოგების თეონა ბენდიანიშვილისა და ვერა შეყელაძის მონაწილეობით, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდენ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. STEM საგნების მიმართულებით მოსწავლეები გაეცნენ ფიზიკის , ქიმიის, ბიოლოგიის ლაბორატორიების მუშაობის პრინციპებს. მოისმინეს ლექციურ-პრაქტიკული კურსი ARDUINO-ს გამოყენებაში. ასევე მიიღეს ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებში ქიმიის როლისა და გარემო პირობებზე მცენარეთა ზრდა-განვითარების დამოკიდებულების შესახებ. პროფორიენტაციის მიზნით მოსწავლეები გაეცნენ კულინარისა და კონდიტერის პროფესიის დაუფლების მნიშვნელოვან ასპექტებს. დაიგეგმა განმეორებითი ვიზიტი აგრარულ უნივერსიტეტში და მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღებს ლაბორატორიულ კვლევაში.
განხორციელებულმა აქტივობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. უფროსკლასელთათვის სხვადასხვა პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობისა და პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის მიზნით სკოლამ ასევე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს უმასპინძილა. (ვიზიტის ორგანიზატორი – მე-12 კლასის დამრიგებელი ქეთევან რაზმაძე) . კოლეჯის წარმომადგენლებმა , პრეზენტაციის სახით, მოსწავლეებს გააცნესკოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო პროგრამები და 2024 წელს კოლეჯში გამოცხადებული მისაღები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე ისაუბრეს პროფესიულ და ინკლუზიურ განათლებაზე, კოლეჯის სტუდენტურ ცხოვრებაზე, შესაძლებლობებსა და დასაქმების პერსპექტივებზე. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით სამომავლოდ დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობა.
VI კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ლია ჩიტიაშვილი) წარმოადგინეს
ემოციებით დატვირტული ღონისძიება – ,,დედაშვილობა – საოცარი ზღაპარი“ -.აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილე იყო, როგორც მოსწავლე , ასევე მშობელი, მასწავლებელი და მსმენელიც, რაც სასკოლო საზოგადოების ერთობის კიდევ ერთი დადასტურება იყო.
როგორც პირველ,ასევე მეორე სემესტრში კარგად იმუშავა სკოლის “მდგრადი განვითარების მიზნების “კლუბმა. კლუბი მნიშვნელოვან ყურადრებას უთმობს ისეთ გარემოს დაცვით ღონისძიებებს, როგორიცაა ნარჩენების სეპარირება, სუფთა ენერგიის გამოყენება, ნერგების დარგვა და სხვ. ამჯერად კლუბის ლიდერმა მოსწავლეებმა დედამიწის დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს. გარემოსდაცვითი მიმართულებებიდან მათ აირჩიეს ნერგების დარგვა. დაგეგმეს პროექტი: ,,გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ მწვანე დედამიწას“ . ისინი ვიზიტის ორგანიზატორ, კლუბის ხელმძღვანელ ქეთევან რაზმაძესთან და
მასწავლებლებთან (თეონა ბენდიანაშვილი, ნატა შიოლაშვილი, ნონა
ელკანიშვილი) ერთად მიწვეული სკოლის სტატუსით იმყოფებოდნენ შუაგულის
სანერგე მეურნეობაში. მოსწავლეებმა ხალისით განახორციელეს პროექტის მიზანი : ,,დარგე ხე შუაგულის სანერგეში“.
საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს. სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა (ინგლისური ენის მასწავლებელი
თამარ ბადაშვილი) წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით სკოლაში მოიტანეს საყვარელი წიგნები. შემდეგ კი ესტუმრნენ
სკოლის ბიბლიოთეკას. საჯაროდ წაიკითხეს საყვარელი ნაწყვეტები წიგნიდან.
ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, ბიბლიოთეკარის დახმარებით
შეარჩიეს სასურველი წიგნები და გაუჩნდათ სურვილი, გახდნენ სკოლის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები.
მე-6 – მე -8 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებებში და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს.
წლის ბოლოს შემაჯამებელი აქტივობები ჰქონდათ კლასგარეშე შემოქმედებით წრეებში გაერთიანებულ მოსწავლეებს.(ხელმძღვანელები: ნ.წიკლაური, ლ.სადაღაშვილი, ნ. იმერლიშვილი, დ.გაჩეჩილაძე). გამოიფინა მოსწალეთა ნამუშევრები სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ხალხური რეწვის ნიმუშები, ცეკვის წრის წევრებმა წარმოადგინეს ქართული ხალხური ცეკვები, შესარულეს ხალხური სიმრერები .
საინტერესო იყო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეების მიერ ქართულ ენასა და ლიტერატურაში სასკოლო პროგრამის ფარგლებში ( მასწავლებელი ნათია ხურცილავა) წარმოდგენილი პროექტი. მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს სპექტაკლი , რომელსაც საქველმოქმედო დანიშნულებაც ჰქონდა: შემოსული შემოწირულობა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაეცა.სკოლა ეხმარება მასწავლებლებს დაესწორონ სხვადასხვა შეხვედრებს, აკრედიტებულ პროგრამებს და ტრენინგებს საგნობრივი მიმართულებით. ისინი უზიარებენ ერთმანეთს მიღებულ გამოცდილებას სამუშაო შეხვედრებით. სკოლის სამოქმედო გეგმაში, ასევე ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის დებულებაში გაწერილია აქტივობები, რომლებიც ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული ზრდისათვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას: პროფესიული საჭიროებების კვლევა, სხვადასვა სახის ტრენინგებზე მიღებული ცოდნის დანერგვის ხელშეწყობა, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და სხვ. მასწავლებლები ჩართულნი არიან სხვადასხვა კონკურსებსა და კონფერენციებში. გეოგრაფიის მასწავლებელმა მონაწილეობა კონკურსში – “მწვანე ჯილდო” და გადაეცა სიგელი -,,მწვანე ჯილდო გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“. ასევე სიგელით დაჯილდოვდა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარებულ რაიონულ კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებისთვის. ინგლისური ენის მასწავლებელმა დაგეგმა პროექტი „გააკეთე ინვესტირება ჩვენს პლანეტაზე, დედამიწაზე“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებთან ერთად განახორციელა ვიზიტი საწარმოში „ტენე“. ჩაატარა სასკოლო მედიაწიგნიერების კვირეული. მოაწყო სასკოლო ღონისძიება- „მადლიერების დღე“, სადაც ყურადღება გაამახვილა კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე. აქვს დახურული Facebook ჯგუფი, „პროფესიული განვითარება 2016-2017 სასწავლო წელი“, სადაც კოლეგებს უზიარებს საგანმანათლებლო სივრცეში გაჟღერებულ სიახლეებს, რესურსებს, ინოვაციურ მეთოდებს (საგრანტო პროგრამები, სასკოლო ოლიმპიადები). ტვირთავს პროფესიული ლიტერატურის PDF რესურსებს. დარეგისტრირებულია eTwinning-ის პლატფორმაზე. ბიოლოგიის მასწავლებელი თანამშრომლობს არასამთავრობო და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან (ილია უნივერსიტეტი- უნილაბი, salis.iliauni.edu.ge , თსუ, თავისუფალი უნივერსიტეტი-კამპუსი,) არის განათლების კლუბის ,,KEY CONSULTING” -ის და ასოციაცია ,,ბიოს“ აქტიური წევრი. მონაწიოლეობა მიიღო ასოციაცია ,,ბიო“-ს და ივანე ჯავახიშვილის სახ.უნივერსიტეტის ქიმიის ინგლისურენოვანი ფაკულტეტის ერთობლივ კონფერენციაში – ,,საბუნებისმეტყველო საგნების პოპულაცია სასკოლო და საუნივერსიტეტო ჭრილში“. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარებულ რეგიონალურ ფორუმში მონაწეილეობა მიიღო, როგორც მომხსენებლმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში თემაზე -,,ალტერნატიული ენერგიების გამოყენება მცხეთის ტერიტორიაზე:რისკები და სიკეთეები“. ჩართულია საერთაშორისო პლატფორმა ,,Etwinning”-ში და საინტერესო პროექტზე მუშაობს მოსწავლეებთან ერთად. განახორციელა სასკოლო პროექტი -,,დედამიწა ჩვენი სახლია -მართე ის გონივრულად.“ პროექტში ჩართული იყვნენ როგორც მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოს რაიონული სამსახური. მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღო გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის ეგიდით გამართულ კონფერენციაში, პროექტის- ,,დედამიწის გლობალური დღეები“. ინგლისური ენის მასწავლებლებმა მონაწილიეობა მიიღეს პირსონის საერთაშორისო კონფერენციში. პროექტების შემუშავება და კონფერენციებში მონაწილეობა ეხმარება მათ არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში. პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით სკოლა დროულად იძიებს და აწვდის ინფორმაციას ტრენინგებისა და აქტივობების თაობაზე. პედაგოგების გარდა, სკოლა ასევე ზრუნავს სხვა პერსონალის პროფესიულ ზრდაზე. რაც მომავალში აისახება როგორც კადრების პროფესიონალიზმზე , ასევე მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებანი ემსახურება მოსწავლეებში ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენასა და მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. თუმცა თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. ვინაიდან სკოლის წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებელია. სამწუხაროა, რომ სკოლას არ ჰყავს ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი მოსწავლე.
სასწავლო წელი სკოლის 195-მა მოსწავლემ დაასრულა. აქედან I-IV კლასში სწავლობს 85 მოსწავლე. ამ კლასებში მოსწავლე განმავითარებელი შეფასებით ფასდება. ელექტრონულ ჟურნალში განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,
II-IV კლასის ყველა მოსწავლეს დაძლეული აქვს შესაბამისი კლასის მიღწევის დონე. VI-XI კლასების 110 მოსწავლიდან მაღალი აკადემიური მაჩვენებლით (10ქულა) საფეხური დაძლია 16-მა მოსწავლემ. 9 ქულოსანია 27, საშუალოზე მაღალი შეფასება კი აქვს 44 მოსწავლეს. კლასში ირიცხებიან მოსწავლეები, რომლებთაც , სხვა საგნების შედეგების გათვალისწინებით, ერთ ან ორ საგანში აქვთ ერთი ქულით დაბალი შეფასება. ასეთი მოსწავლეების მიმართ შესაბამისი საგნის მასწავლებლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რათა სასწავლო და საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა აქტივობების ჩართვით მოსწავლემ შეძლოს შედეგის გაუმჯობესება. უნდა აღინიშნოს , რომ მიმდინარე წელს არცერთ მოსწავლეს არ აქვს საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრება. თუმცა მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და მომავალი სასწავლო წლიდან ჩვენი მუშაობა უნდა წარვმართოთ იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ მოსწავლთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში ,ხელი შევუწყოთ მათი მოტივაციის ამაღლებას, მოვამზადოთ მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი მთავარი საზრუნავი წარმატებული ახალი თაობის აღზრდა , მათი ცოდნის გაღრმავება და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაა. ამაზე მოსწავლის სკოლში შემოსვლის დღიდან უნდა ვზრუნავდეთ. საინტერესოდ დაგეგმილი პროექტები და აქტივობები კი ხელს უწყობს მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.
პირველი სემესტრში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები. კერძოდ ჩატარდა ღია გაკვეთილები, დაიგეგმა და შესრულდა საგანმანათლებლო პროექტები. აღნიშნულ აქტივობებში ჩართული იყო მოსწავლეთა უმრავლესობა, განსაკუთრებით მაღალი კლასების მოსწავლეები, რამაც დიდი როლი ითამაშა მოსწავლეთა გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებაზე და ხელი შეუწყო მათ მიერ შეძენილი ცოდნის კიდევ უფრო განმტკიცებას. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კონკურსებსა და შეჯიბრებებში.
საოცარი გულმოდგინებითა და სიხარულით შეხვდნენ სკოლისპირველკლასელები ანბანის შემობრძანებას (მასწავლებელი ლ.ჩიტიაშვილი). წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, გაეცნენ დიდი იკაობ გოგებაშვილის ღვაწლს.საკუთარი ხელით მოხატეს პირველი ასო-ბგერები.. განსაკუთრებული მომენტი აღმოჩნდა მათთვის უფროსი და- ძმების მიერ ქართული ანბანის შემობრძანება საკლასო ოთახში. მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ნამდვილ ზეიმად აქციეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მათ ცხოვრებაში -,,ანბანის შემობძანება.“
მე-6 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებლები: ქეთევან რაზმაძე, ნატა
შიოლაშვილი) განახორციელეს ინტეგრირებული პროექტი, რომლის მიზანი იყო ვაზის უძველესი ჯიშების შესწავლა, მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების გაცნობა. პროექტის ფარგლებში , პირველ ეტაპზე, მოსწავლეები ქ. მცხეთაში გიორგი ბარისაშვილის ცნობილ მარანს ესტუმრნენ და ინტერესით დაათვალიერეს ქართული ,ძველებური მარანი. მარნის მონახულებამ მოსწავლეებზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა, რაც შემდგომში დაეხმარა მათ პროექტის მომდევნო ეტაპის განხორციელებაში: მოსწავლეებმა გააკეთეს მაკეტი მარნის ატრიბუტებით, შექმნეს ღვინის კატალოგი და ბოთლის ეტიკეტი, საინტერესოდ დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობების მეშვეობით მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ პროექტის განხორციელებაში და საკუთარი ხელით შექმნილი არაერთი ექსპონატი წარმოადგინეს.
სკოლაში განსაკუთრებულად უნდა ვზრუნავდეთ, რომ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლება შევთავაზოთ და შევქნათ შედეგზე ორიენტირებული , საინტერესო სივრცე განათლების მისაღებად.
ამ მიზანს ემსახურებოდა მე-6 კლასის მოსწავლეების (მასწავლებლები: ნატა შიოლაშვილი, ნონა ელკანიშვილი) ვიზიტი ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების გზების გაცნობასთან დაკავშირებით.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა ( მასწავლებლები – თეონა ბენდიანიშვილი, ვერა შეყელაძე) მონაწილეობა მიიღეს ილიას უნივერსიტეტში გამართულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა თემატურ გამოფენა-„პიკნიკში“. ეს დღე მათთვის მრავალმხრივ იყო საინტერესო . სწორედ ამიტომ მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში .
საინტერესოდ წარიმართა მე-6 კლასში ლევან გოთუას
მოთხრობა ,,ქვის დედაენის“ შესწავლა (მასწავლებელი ლია ჩიტიაშვილი).
მოსწავლეები თავდაპირველად გაეცნენ ძველი ქართული დამწრლობის
ნიმუშებს, საწერი მასალის განვითარების საფეხურებს, ტაძრის ფასადზე
ამოჩუქურთმებულ ასო-ნიშნებსა და ფრესკებზე ასომთავრულით შესრულებული
წარწერებიც ამოიკითხეს. მოიძიეს ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ტექსტების
რეპროდუქციები და ეს ყველაფერი მოთხრობაში აღწერილ ამბავს დაუკავშირეს
– პატარა ბიჭს მწიგნობარმა წერა- კითხვა ისრის წვერით ქვაზე ამოკაწრული
ანბანით შეასწავლა. გაჩნდა იდეა , სკოლის ქვის კედელი ანბანის ასოებით
მოეხატათ, რაც განახორციელეს კიდეც.
სკოლის მე-4 -მე8 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს იტელექტუალურ შეჯიბრში ,,ტვინების ბრძოლა“ და რეგიონალურ ეტაპზე პირველი ადგილიც დაიკავეს.
სკოლის ,, მდგრადი განვითარების კლუბის“ წევრებმა (ხელმძრვანელი:
ქეთევან რაზმაძე. მასწავლებლები: თ. ბენდიანიშვილი, ნ. შიოლაშვილი, ნ.
ელკანიშვილი) განახორციელეს შემეცნებითი ვიზიტი koka- kola-ს ქარანაში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, სადაც მზადდება უცხოური ბრენდის ნაწარმი ფრანჩაიზინგის პირობით. გაეცნენ კომპანიის მდგრადი შეფუთვის სტრატეგიას, რაც ხელს უწყობს ნარჩენების შემცირებას .
კლუბის წევრებს თავადაც შეაქვთ წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების
განხორციელებაში. ისინი პერიოდულად ჩართულნი არიან ნარჩენების სეპარირებასა და მართვაში.
მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მხრივ წარმატებით მუშაობს ,,წიგნის კლუბი“. (ხელმძღვანელები: თამარ ბადაშვილი, ნათია ხურცილავა). კლუბის წევრებმა მცხეთის რაიონული საბავშვო ბიბლიოთეკის ინიციატივით დაგეგმილი ნ. დუმბაძის დაბადებიდან
95-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი საღამო ჩაატარეს.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების
მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, ნ.დუმბაძის მოთხრობების პერსონაჟებზე, მოაწყეს
ნახატების გამოფენა. საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა სკოლის
ფოლკლორული ანსაბლის (ხელმძღვანელი: დ. გაჩეჩილაძე) მიერ შესრულებულმა
სიმღერებმა.
მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სკოლის მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადსხვა ღონისძიებებში, შეჯიბრებებსა თუ აქტივობებში., როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ. სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებისა და სასპორტო სკოლის ორგანიზინებით გამართულ ,,სასოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“-ის მუნიციპალურ თამაშებში.
ჩვენი სკოლის ვაჟ ჩოგბურთელთა გუნდმა( მასწავლებელი ი. ფარჯიანი) პირველი ადგილი დაიკავა.
კარგ შედეგს იძლევა ექსკურიის , როგორც სასწავლო მეთოდის გამოყენება.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თამარ ბადაშვილი) ცნობილი
მებაღე – დეკორატორის მიხეილ მამულაშვილის ბაღი და ახლადგახსნილი სახლ-
მუზეუმი დაათვალიერეს.
მოსწავლეები გაეცვნენ ხელონების დამსახურებული მოღვაწის – მიხეილ
მამულაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, მოისმინეს ინფორმაცია მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატებისა და შეგროვილი კოლექციის შესახებ, გაჩნდა ინტერესი მებაღეობის პროფესიის შესწავლასთან დაკავშირებით.
ასევე ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და კულტურულ ფასეულობათა პატივისცემის გრძნობის გაღვივების, ქრისტიანული ცნობიერების ამაღლების მიზნით მე-9 კლსის მოსწავლეებმა მოილოცეს მწვანე მონასტერი, აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საფარის მონასტერი. დაათვალიერეს რაბათის ციხე, დაესწრნენ პურის ფესტივალს.
სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეთა ნიჭის წარმოჩენასა და მათი მოტივაციის ამაღლებას. ამ მიზნით მოეწყო საშემოდგომო ღონისძიება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ნინო წიკლაურის მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის კლასგარეშე წრის წევრები. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, სკოლის ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა (ხელმძღვანელი: დავით გაჩეჩილაძე) შეასრულეს
ხალხური სიმღერები, ხალხური რეწვის წრის წევრებმა (ხელმძღვანელი: ლალი სადაღაშვილი) გამოფინეს ნამუშევრები.
თავისთავად ცხადია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას ემსახურება.
მოსწავლეთა გაცდენების თანამდევი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით დამრიგებლები რეგულარულად აწვდიდნენ მშობლებს ინფორმაციას მათი შვილების დისციპლინის, აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების შესახებ. პირველი სემესტრის განმავლობაში, აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილისა და დამრიგებლების მიერ ტარდებოდა მონიტორინგი გაცდენებზე. დამრიგებლების მიერ სასწავლო წლის დასაწყისშივე განხორციელდა მშობლების ინფორმირება გაცდენების უარყოფითი შედეგების თაობაზე. უნდა აღინიშნოს ,რომ ამ მხრივ სკოლაში მინიმუმამდეა დაყვანილი არასაპატო მიზეზით გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა.
პირველი სემესტრის განმავლობაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა სასწავლო წლის დასაწყისში დამტკიცებული საათობრივი ბადის შესაბამისად. I-II კლასებში მოსწავლეები იყენებენ ახალ სახელმძღვანელოებს. სახელმძღვანელოების ცვლილებამ გარკვეულწილად შეცვალა გაკვეთილის ჩატარების მეთოდები და სტრატეგიებიც. მასწავლებლები მეტი მონდომებით ცდილობენ ეროვნული სასწავლო გეგმით შესაბამისი საგნისათვის განსაზღვრულ შედეგებზე გასვლას.
საბოლოოდ უნდა აღინიშნოს,სასწავლო წელი ეროვნული სასწავლო გეგმისა და მართლმადიდებლური საშუალო სკოლისათვის განსაზღვრული პროგრამების შესაბამისად წარიმართა. სკოლის დირექცია მაქსიმალურად შეეცადა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა იმისათვის ,რომ შეექმნა ხარისხიანი ზოგადი განათლების მისაღებად მოსწავლის პოტენციალის სრულად გამოვლენაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. მასწავლებლები ეფექტურად იყენებდენ სწავლების სხვადასხვა მეთოდს ,რაც წინაპირობაა, მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით მივიდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებამდე.
სკოლის დირექტორი
არქიმანდრიტი ილია ნასიძე
სკოლას შემუშავებული აქვს მისია და ხედვა, რომელიც შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნლ მიზნებთან.