
„წიგნის კლუბმა“ ნ.დუმბაძის 95-ე დაბ. დღეს ღონისძიება მიუძღვნა
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
სკოლაში წარმატებით მუშაობის „წიგნის კლუბი“, რომლის წევრებიც, კლუბის ხელმძღვანელების – თამარ ბადაშვილის და ნათია ხურცილავას თაოსნობით. სხვადასხავ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი.
ახლახან „წიგნის კლუბის“ წევრებმა, მცხეთის რაიონული საბავშვო ბიბლიოთეკის ინიციატივით დაგეგმილი ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი საღამო ჩაატარეს.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, ნ.დუმბაძის მოთხრობების პერსონაჟებზე, მოაწყეს ნახატების გამოფენა.
საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა სკოლის ფოლკლორული ანსაბლის (ხელმძღვანელი: დ. გაჩეჩილაძე) მიერ შესრულებულმა სიმღერებმა.
„მზიანი გულის მწერალი“- სწორედ ასეთად წარმოაჩინეს ნოდარ დუმბაძე სკოლის „წიგნის კითხვის კლუბის“ წევრებმა.
იხილეთ ფოტოები:





