
„მდგრადი განვითარების კლუბი“ გაზიანი სასმელის მწარმოებელ ქარხანას ეტუმრა
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში „მდგრადი განვითარების კლუბი“ წარმატებით მუშაობს, რომლის წევრებიც სხვადასხვა შემეცნებით თუ სასწავლო აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულნი.
ახლახან, „მდგრადი განვითარების კლუბის“ წევრებმა (ხელმძღვანელი: ქეთევან რაზმაძე. მასწავლებლები: თ. ბენდიანიშვილი, ნ. შიოლაშვილი, ნ. ელკანიშვილი) შემეცნებითი ვიზიტით Coca-Cola-ს ქარხანას ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, სადაც მზადდება უცხოური ბრენდის ნაწარმი ფრანჩაიზინგის პირობით. გაეცნენ კომპანიის მდგრადი შეფუთვის სტრატეგიას, რაც ხელს უწყობს ნარჩენების შემცირებას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბის წევრებს თავადაც შეაქვთ წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. ისინი პერიოდულად ჩართულნი არიან ნარჩენების სეპარირებასა და მართვაში.
იხილეთ ფოტოები: