
VIII კლასის მოსწავლეები გამოფენა-პიკნიკში მონაწილეობდნენ
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებით ინიციატივებში.
ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეები, მასწავლებლების: თეონა ბენდიანიშვილის და ვერა შეყელაძის ხელმძღვანელობით, გამოფენა-პიკნიკში მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა თემატური გამოფენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე მოსწავლეებისთვის მრავალმხრივ საინტერესო იყო. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ შინ.
სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის განათლება შესთავაზონ და შეუქმნან შედეგზე ორიენტირებული, საინტერესო სივრცე განათლების მისაღებად.
იხილეთ ფოტოები:


