სკოლის მისია
სკოლის მისიაა ხარისხიანი, ზოგადი განათლების მისაღებად მოსწავლის პოტენციალის სრულად გამოვლენაზე ორიენტირებული, სწავლისათვის მასტიმულირებელი გარემოს შექმნა, რათა აღზარდოს ფიზიკურად და ინტელექტუალურად განვითარებული, შემოქმედი, დამოუკიდებელი, ეთნიკური თუ რელიგიური მრავალფეროვნებისადმი პატივისმცემელი, დემოკრატიული ღირებულებისადმი საღი დამოკიდებულების მქონე მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც თავის ცოდნასა და შესაძლებლობებს მოახმარს ეროვნულ მიზნებს.
სკოლის ხედვა
სკოლა ქმნის სამართლიან, გამჭვირვალე გარემოს; მხარს უჭერს თანამედროვე უნარ-ჩვევებით მოსწავლის აღჭურვას და აძლევს მაღალი ხარისხის განათლებას; უვითარებს ქვეყნის კულტურული ღირებულებების შესწავლისა და დაცვის უნარ-ჩვევებს, ასწავლის ოჯახის, საზოგადოების, მართლმადიდებლური ტრადიციების პატივისცემასა და სამშობლოს სიყვარულს.
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და არაფორმალური განათლების გაძლიერებით, პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობით, უახლოეს მომავალში სკოლა ხდება რეგიონში ერთ-ერთი პოზიტიური, კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო დაწესებულება.
ღირებულებები
- ღვთისა და მოყვასის სიყვარული
- პროფესიონალიზმი
- პასუხისმგებლობა
- სამართლიანობა
- თანადგომა
- გუნდურობა.