
ვაჟთა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში, მუნიციპალურ თამაშებზე I ადგილი დაიკავა
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებაში, შეჯიბრსა თუ აქტივობაში არიან ჩართულნი, რაც შემდგომში მათ სპორტულ წარმატებაზეც აისახება.
ახლახან, მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებისა და სასპორტო სკოლის ორგანიზინებით გამართულ „სასოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“-ის მუნიციპალურ თამაშებში.
ამჯერად, გაიმართა გოგონებისა და ვაჟების ტურნირები მაგიდის ჩოგბურთში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებს შორის.
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის სკოლის ვაჟ ჩოგბურთელთა გუნდმა (მასწავლებელი ი. ფარჯიანი) შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა.
სკოლაში მოსწავლეთა გამარჯვება ახარებთ და მათ შემდგომ წარმატებას უსუსრვებენ.
იხილეთ ფოტოები:







