
მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლაში საშემოდგომო ზეიმი გაიმართა.
ლამაზად მოეწყო სკოლის ერთ-ერთი კუთხე. სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა – ნინო წიკლაურმა საშემოდგომო კუთხის დახმარებით წარმოადგინა თუ რაოდენ ფერადი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. პირველკლასელმა მოსწავლეებმა (მასწავლებელი: ლია ჩიტიაშვილი) წარმოთქვეს ლექსები, სკოლის ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა (ხელმძღვანელი: დავით გაჩეჩილაძე) შეასრულეს ხალხური სიმღერები, ხალხური რეწვის წრის წევრებმა (ხელმძღვანელი: ლალი სადაღაშვილი) გამოფინეს ნამუშევრები. ბოლოს თათარაც ათუხთუხდა, პატარებმა კი ჩურჩხელები ამოავლეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენისა და მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები:








