
მოსწავლეები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფორიენტაციის განსაზღვარაში ეხმარებიან.
ახლახან, სკოლამ უფროსკლასელთათვის სხვადასხვა პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობისა და პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის მიზნით ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს უმასპინძილა.
აღნიშნული ვიზიტის ორგანიზატორი მე-12 კლასის დამრიგებელი ქეთევან რაზმაძე გახლდათ.
კოლეჯის წარმომადგენლებმა, პრეზენტაციის სახით, მოსწავლეებს გააცნეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო პროგრამები და 2024 წელს კოლეჯში გამოცხადებული მისაღები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. მათ, ასევე ისაუბრეს პროფესიულ და ინკლუზიურ განათლებაზე, კოლეჯის სტუდენტურ ცხოვრებაზე, შესაძლებლობებსა და დასაქმების პერსპექტივებზე.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით სამომავლოდ დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობა.
კოლეჯის წარმომადგენლებმა დიდ მადლობა გადაუხდეს სკოლის დირექციასა და პედკოლექტივს მასპინძლობისა და საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:











