
მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი უნივერსიტეტში
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა მოსწავლეებს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ განათლებას სთავაზობს, შესაბამისად სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა STEM საგნების სწავლებას.
14 მარტს, წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლის საბუნებისმეტყველი კათედრის ხელმძღვანელის, ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებლის – შორენა გოგალაძის ინიციატივით და STEM საგნების პედაგოგების – თ.ბენდიანიშვილის, ვ.შეყელაძის მონაწილეობით, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
STEM საგნების მიმართულებით მოსწავლეები გაეცნენ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ლაბორატორიების მუშაობის პრინციპს. მე-10 კლასელებმა მოისმინეს პროფესორ გ.ჩიჩუას ლექციურ-პრაქტიკული კურსი ARDUINO-ს გამოყენებაში. ქიმიის როლი სურსათის უვნებლობის საკითხებში და მცენარეთა ზრდა-განვითარების დამოკიდებულება გარემო პირობებზე.
27 მარტს დაგეგმილია განმეორებითი ვიზიტი -აგრარურ ინსტიტუტში ლაბორატორიული კვლევის -„C ვიტამინის აღმოჩენა და რაოდენობის განსაზღვრა ხილ-ბოსტნეულში“, განსახორციელებლად.
იხილეთ ფოტოები:











