ა (ა)იპ – მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა
სასკოლო სასწავლო გეგმა
2023 -2024 სასწავლო წელი
სასკოლო სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილები:
- სკოლის მისია
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საფეხურების მიხედვით
- სასწავლო წლის კალენდარი
- დღის რეჟიმი
- საგნობრივი კათედრები
- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო/სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა
- მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენისათვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისათვის და სხვა)
- სასკოლო საათობრივი ბადე
- გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეების და საგნების მიხედვით
- სადამრიგებლო პროგრამა
- ინკლუზიური განათლება.
სკოლის პროფილი
ა(ა)იპ – მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა დაფუძნებულია სრულიად საქართველოს საპატრიარქოს მიერ 1996 წელს. ამჟამად ფუნქციონირებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2015წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებით.
სკოლა ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმითა და მართლმადიდებლური საშუალო სკოლისათვის განსაზღვრული პროგრამების შესრულებას, დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას; უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური მიდრეკილებების გამოვლენასა და განვითარებას, ქრისტიანული ზნეობითა და პასუხისმგებლობით აღსავსე აქტიური მოქალაქის აღზრდას. სკოლა მუდმივად ზრუნავს საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური და ადამიანური რესურსების სრულყოფისათვის, რისთვისაც შემუშავებული აქვს მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმები; უზრუნველყოფს ყველა ტიპის სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის განათლების მიღებას; ზრუნავს უსაფრთხო გარემოს, კეთილგანწყობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნაზე.
- სკოლის მისია
მართლმადიდებლური საშუალო სკოლა წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებას, რომელიც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისა და „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ შესაბამისად უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და აღზრდის მიზანმიმართულ პროცესს, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული და მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლისათვის დადგენილი შესაბამისი პროგრამების შესრულებას, დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, ქრისტიანული ხელოვნებისა და ხალხური რეწვის დარგების შესწავლა-დაუფლებას.
სკოლას შემუშავებული აქვს მისია, რომელიც ორიენტირებულია დასახული მიზნების მიღწევაზე. კერძოდ,
სკოლის მისიაა: ხარისხიანი ზოგადი განათლების მისაღებად მოსწავლის პოტენციალის სრულად გამოვლენაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა; ისეთი სასიცოცხლო უნარების გამომუშავება, რომელიც წინაპირობაა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
სკოლა ქრისტიანული პედაგოგიკისა და სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდების ურთიერთშერწყმის გზით ზრუნავს ცოდნის შეძენის, მისი ადექვატურად გამოყენების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ინტელექტუალური თუ ფიზიკური შესაძლებლობების, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური მიდრეკილებების გამოვლენისა და განვითარების, ქრისტიანული ზნეობისა და სულიერების აღორძინებისათვის.
სკოლის მიზანია, აღზარდოს ანალიტიკურად მოაზროვნე, შემოქმედებითი, დამოუკიდებელი, კანონმორჩილი, ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური მრავალფეროვნებისადმი პატივისცმცემელი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი საღი დამოკიდებულების მქონე, ეროვნული ღირებულებისა და ბუნებრივი გარემოს დამცველი მოქალაქე.
- მისიის განახლებული ვერსიის დამტკიცება ხდება სასწავლო წლის დასაწყისში, პირველივე პედსაბჭოზე.
- მშობლებისა და მოსწავლეებისათვის მისიის გაცნობა ხდება სასწავლო წლის პირველივე კრებებზე.
- სკოლის მისია გამოკრულია სკოლის საინფორმაციო დაფებზე. ასევე, განთავსებულია სკოლის ვებ-გვერდზე (www.atormet-mociquli.ge )
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საფეხურების მიხედვით
სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით.
სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე.
დაწყებითი საფეხური: I-VI კლასები.
დაწყებითი საფეხურის მისიაა საგანთა თანმიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
წიგნიერების ხელშეწყობა, მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გადაზრდა ცოდნისმოყვარეობაში და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.
საბაზო საფეხური: VII-IX კლასები
საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან შრომითი საქმიანობისთვის.
საშუალო საფეხური: X-XII კლასები
საშუალო საფეხურის მისიაა საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება. მოაზროვნე, წიგნიერი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
- სასწავლო წლის კალენდარი
სკოლაში სასწავლო წელი გრძელდება სექტემბრიდან ივნისამდე და სასწავლო კვირების რაოდენობა განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით (ესგ).
სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.
დასვენების დღეეები, არდადეგების ოდენობა და პერიოდი განისაზღვრება ყოველწლიურად საქართველოს კანონმდებლობით.
II-XI კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ არის 35 კვირაზე ნაკლები, ხოლო I და XII კლასებისთვის – 30 კვირაზე ნაკლები.
სასწავლო კვირა ხუთდღიანია.
იმ შემთხვევაში, თუ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები ან ობიექტური მიზეზის გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლება.
- დღის რეჟიმი
სკოლაში სწავლა იწყება 9:00 საათზე. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 45 წუთი.
პირველი კლასის გაკვეთილის გრძელდებაა 35 წუთი, მეორე კლასის – 40 წუთი.
მე-3 გაკვეთილის შემდეგ შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება 10 წთ-ით.
დამატებით სააღმზრდელო მომსახურების გაწევის მიზნით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის (I-IV კლასები) სასწავლო დღე გრძელდება 1630 საათამდე. აღნიშნულ კლასებში დამხმარე პედაგოგის (აღმზრდელის) მეთვალყურეობით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მიმდინარეობს მეცადინეობა დამატებითი სააღმზრდელო მომსახურების ფარგლებში.
- საგნობრივი კათედრები
სასწავლო პროცესის სრულყოფისა და კოორდინაციის მიზნით სკოლაში იქმნება შემდეგი საგნობრივი ჯგუფების კათედრები:
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრა
- მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა
- საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა
- სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა.
კათედრის ფუნქციებია:
- საგნობრივი ჯგუფის საგნების სწავლების კოორდინირება, თითოეულ საგანში ესგ-ით განსაზღვრული მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმების შემუშავება.
- კათედრის წევრებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარება.
- სახელმძღვანელოების შერჩევა.
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის ღონისძიებების შემუშავება.
- დამხმარე სასწავლო მასალის, ასევე სკოლის ბიბლიოთეკისათვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.
- საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების ანალიზი, პრობლემათა გამოვლენისა და გადაჭრის გზების მოძიება.
კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
- კათედრის სხდომების ჩატარების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ოქმებისა და საბუთების წარმოება).
- ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, ერთი კვირით ადრე, არჩეული სახელმძღვანელოების სიის გამოკვრა მშობლებისათვის თვალსაჩინო ადგილას.
- სემესტრში მინიმუმ ორჯერ კათედრის სხდომის ჩატარება.
- საგნის სწავლებაში სიახლეების დროულად დაყვანა მასწავლებლამდე.
- მასწავლებლის მიერ ჩატარებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება-შენახვა.
- მოწინავე პედაგოგიური გამოცდილების განზოგადება, გავრცელება, დანერგვა.
- ღია გაკვეთილების ჩატარების, ურთიერთდასწრების ორგანიზება.
- კათედრის გადაწყვეტილების მიწოდება სკოლის ადმინისტრაციისათვის.
- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო/სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას.
დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების მიზანია:
- მართლმადიდებლური საშუალო სკოლისათვის განსაზღვრული პროგრამების შესრულება;
- მოსწავლეებში შემოქმედებითი, მხატვრული ინტერესებისა და უნარ-ჩვევების გამოვლენა და განვითარება;
- ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება;
- ქრისტიანული ხელოვნებისა და ხალხური რეწვის დარგების შესწავლა-დაუფლება;
- დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის (I-IVკლ.) დახმარების გაწევა სააღმზრდელო ჯგუფებში გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-ათვისებაში.
დამატებით სავალდებულო საგანი
ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი სავალდებულო საგანია საღმრთო სჯული, რომელიც ისწავლება I-XII კლასებში.
დამატებითი სავალდებულო საგანი ჩასმულია გაკვეთილების ცხრილში და მასზე დასწრება სავალდებულოა კონკრეტული კლასის ყველა მოსწავლისათვის.
დამატებითი სავალდებულო საგნისათვის შემუშავებულია სასწავლო გეგმა. გეგმას შეიმუშავებს საგნის მასწავლებელი, საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, განიხილება და მტკიცდება შესაბამისი კათედრის სხდომაზე.
დამატებითი სავალდებულო საგნის გეგმა მოიცავს:
- საგნის სწავლების მიზნებს (რა ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა შეიძინოს მოსწავლემ)
- შეფასების პრინციპებს (ქულა, ჩათვლა)
- საგნის სწავლებისას საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალს.
დამატებითი საგნის საათების რაოდენობა განსაზღვრულია სკოლის საათობრივ ბადეში.
დამატებითი სააღმზრდელო მომსახურება
სააღმზრდელო მომსახურება მოიცავს დღის გახანგრძლივებულ ჯგუფებს.
გახანგრძლივებულ ჯგუფებში მეცადინეობებზე დასწრება სავალდებულოა დაწყებითი (I-IVკლ.) კლასის ყველა მოსწავლისათვის. გამონაკლისის სახით (მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სკოლისგარეშე წრეებში მეცადინეობა) დასაშვებია მოსწავლის გათავისუფლება სააღმზრდელო მეცადინეობიდან კვირაში ორი დღით.
ჯგუფები ფუნქციონირებს მოსწავლეთა ტრაპეზის შემდეგ, საშუალოდ სამი ასტრონომიული საათის ხანგრძლივობით.
დამატებითი წრეობრივი მომსახურება:
დამატებითი კლასგარეშე წრეებია:
- ხალხური რეწვის წრე
- ქართული ხალხური ცეკვის წრე
- გალობის წრე
- ხალხური სიმღერების წრე
დამატებით კლასგარეშე წრეებში მოსწავლეები სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით ერთიანდებიან.
წრეების მეცადინეობებზე მიღებული ცოდნისა და საჭირო უნარ-ჩვევების შეფასება ხდება საჩვენებელი კონცერტების, სხვადასხვა სახის ღონისძიებების, გამოფენების მეშვეობით.
სკოლაში დგება კლასგარეშე დამატებითი წრეობრივი მუშაობის განრიგი.
დამატებითი მომსახურების სახე და ფორმა შესაძლებელია, შეიცვალოს საჭიროების მიხედვით, ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში.
- მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენისათვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისათვის და სხვა)
მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება
მოსწავლის შეფასების მიზნები, ფორმები და ტიპები განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით.
მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს აჩვენოს, როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;
გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში და აფასებს ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარს. გამსაზღვრელი შეფასების სისტემა სისტემა არის ხუთდონიანი (მაღალი, საშუალოზე მაღალი, საშუალო, საშუალოზე დაბალი, დაბალი) და ათქულიანი.
10 ყველაზე მაღალი ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი.
შეფასების მაღალი დონე (10, 9 ქულა) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დასრულებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს განსაზღვრავს სკოლის ადმინისტრაცია.
განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლის წინსვლასა და განვითარებას.
მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასება დონეებისა და ნიშნების მიხედვით:
| ქულა | შეფასების დონე |
| 10 | მაღალი |
| 9 | |
| 8 | საშუალოზე მაღალი |
| 7 | |
| 6 | საშუალო |
| 5 | |
| 4 | საშუალოზე დაბალი |
| 3 | |
| 2 | დაბალი |
| 1 |
- I-IV კლასსა და V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. წლის ბოლოს საგნის მასწავლებლები კლასის დამრიგებლის ორგანიზებით წერენ მოსწავლის წერილობით შეფასებას, რომელშიც აღინიშნება მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები; მიეთითება, რისი გაგება გაუჭირდა მოსწავლეს და რატომ; გაიწერება რეკომენდაციები სასურველი შედეგის მისაღწევად.
- V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.
- V-XII კლასებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგანში – ფიზიკური აღზრდა და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
- ასევე ჩათვლის პრინციპით ფასდება მოსწავლე დამატებით სავალდებულო საგანში – საღმრთო სჯულში – პრინციპით: არ ჩაეთვალა/ჩაეთვალა/ წარჩინებით ჩაეთვალა.
- X-XI კლასებში საგანი – პროექტით სწავლება, ფასდება განმავითარებელი შეფასებით
2023-2024 სასწავლო წელს სკოლა ირჩევს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ
შეფასების 1-ელ მოდელს.
ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:
- საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულა – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
- საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით);
- საგნის წლიური ქულა – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასებაა საგანში. წლიურ ნიშანში აისახება წლიური გამოცდის ნიშანიც.
- საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.
სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით: საშინაო დავალება, საკლასო დავალება, შემაჯამებელი დავალება.
შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.
- I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
- I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
- V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.
საშინაო დავალების კომპონენტით ფასდება ნებისმიერი ტიპის დავალება (წერითი, ზეპირი, ექსპერიმენტი, ნამუშევარი (მაგ. ნახატი, ესე და სხვ.), რასაც მოსწავლე სახლში ამზადებს.
საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე საშინაო და საკლასო დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, სავარჯიშოების შესრულება, ექსპერიმენტი, დისკუსია და სხვა.
- შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.).
სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა ასევე აზუსტებს:
- გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადებსა და პირობებს.
- საშემოდგომო გამოცდის ჩატარების პირობებს.
- გამოცდის ტიპებს.
შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი
მოსწავლე ვალდებულია, შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება. გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება აღდგენითი შემაჯამებელი დავალება, რომელიც, შეიძლება, შესრულდეს ინდივიდუალური ან ჯგუფური გრაფიკის მიხედვით, გაკვეთილების შემდეგ.
შემაჯამებელი დავალების აღდგენა მოხდება სემესტრის დასრულებამდე ან მობილობის შემთხვევაში, სკოლის მიერ ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.
თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია.
მოსწავლის ქულების გამოანგარიშების წესი განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.
საგანი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეს კონკრეტულ საგანში წლიური ქულა (დამრგვალებით) აქვს 5,0 ან მეტი.
კლასი/საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალებით) არის 5,0 ან მეტი და მიღებული აქვს ჩათვლა საგნებში: სპორტი და საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება.
მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასებაზე გავლენას ახდენს მოსწავლის მიერ კონკრეტულ საგანში გაცდენილი საათების რაოდენობა.
გაცდენილი საათების საკითხი საბაზო და საშუალო საფეხურისათვის განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით: კერძოდ,თუ საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისათვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის საფუძველზე.
სკოლაში შესაძლოა ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:
- სემესტრული გამოცდა
- საშემოდგომო გამოცდა.
- ექსტერნატის გამოცდა.
გამოცდების ჩატარების ვადები და პირობები განისაზღვრება სკოლის ადმინისტრაციის მიერ და ითვალისწინებს ესგ – ს მოთხოვნებს.
სემესტრული გამოცდა
სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.
სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს.
დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული.
საშემოდგომო გამოცდა ინიშნება, თუ მოსწავლემ სასწავლო წლის ბოლოს ვერ გადალახა კონკრეტულ საგანში ბარიერი – 5,0 ქულა. თუ მოსწავლე ვერ ჩააბარებს საშემოდგომო გამოცდას, რჩება იმავე კლასში.
საშემოდგომო გამოცდა შეიძლება ჩატარდეს: სწავლის დასრულებიდან ორი კვირის შემდგომ ან სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. გამოცდამდე მოსწავლეს ჩაუტარდება კონსულტაცია.
მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას მიიღებს საშემოდგომო გამოცდის შეფასების გათვალისწინებით.
შეფასება და გაცდენები
მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება საკლასო ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას.
თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ში არ იანგარიშება ის გაცდენილი დღე/დღეები, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.
სკოლა შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ეს მოთხოვნა.
იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე, საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილია სკოლის დირექტორი, მიიღოს გადაწყვეტილება ამ მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.
ექსტერნატის ფორმით გამოცდა
ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;
ექსტერნატის გამოცდას აბარებენ ის პირები, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს („წინმსწრები“) და აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო/საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის გათვალისწინებული საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.
მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება
შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 დამრგვალების გარეშე, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
შინ სწავლება
სკოლა შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანს იმ მოსწავლეებს, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის (ფორმა N 100) საფუძველზე;
სკოლის მიერ შედგენილი განრიგის შესაბამისად, სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი ახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს (შესაძლებელია განსაზღვრული მასწავლებლი არ ასწავლიდეს შინ სწავლებაზე გადაყვანილ მოსწავლეს).
მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ ერთი გაკვეთილის ჩატარებას.
- სასკოლო საათობრივი ბადე
სასკოლო საათობრივი ბადე განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული დატვირთვის ოდენობას საფეხურების, კლასებისა და საგნების მიხედვით.
გაკვეთილების ცხრილი
სასკოლო სასწავლო გეგმა მოიცავს თითოეული კლასის გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს, კვირის რომელ დღეს, დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება.
სასკოლო გაკვეთილების ცხრილი მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ და გაუთვალისწინებელ სავალდებულო და არჩევით საგნებს.
სასკოლო საათობრივი ბადე განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული დატვირთვის ოდენობას საფეხურების, კლასებისა და საგნების მიხედვით.
საათობრივი ბადიდან არ არის ამოღებული არც ერთი სავალდებულო საგანი.
პირველ საფეხურზე კლასების მიხედვით დაცულია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის და ფიზიკური აღზრდის საათები.
საათობრივი ბადე დაწყებითი საფეხურისათვის
| კლასები და სემესტრები | I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი | |||||||
| საგანი | I ს | II ს | I ს | II ს | I ს | II ს | I ს | II ს | I ს | II ს | I ს | II ს | |
| სახელმწიფო ენა | |||||||||||||
| 1 | ქართული ენა და ლიტერატურა | 7 | 7 | 7 | 7 | 6 | 6 | 6 | 6 | 5 | 5 | 5 | 5 |
| მათემატიკა | |||||||||||||
| 2 | მათემატიკა | 4 | 5 | 5 | 5 | 5 | 5 | 5 | 5 | 5 | 5 | 4 | 4 |
| უცხოური ენები | |||||||||||||
| 3 | პირველი უცხოური ენა
ინგლისური ენა |
0 | 2 | 2 | 2 | 3 | 3 | 3 | 3 | 3 | 3 | 3 | 3 |
| 4 | მეორე უცხოური ენა
რუსული ენა |
2 | 2 | 2 | 2 | ||||||||
| საზოგადოებრივი მეცნიერებები | |||||||||||||
| 5 | მე და საზოგადოება | 2 | 2 | 2 | 2 | ||||||||
| 6 | ჩვენი საქართველო | 2 | 2 | 3 | 3 | ||||||||
| საბუნებისმეტყველო მეცნიერებები | |||||||||||||
| 7 | ბუნებისმეტყველება | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 3 | 3 | 3 | 3 |
| ტექნოლოგიები | |||||||||||||
| 8 | კომპიუტერული ტექნოლოგიები | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 2 | 2 | 2 | 2 |
| ესთეტიკური აღზრდა | |||||||||||||
| 9 | სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 |
| 10 | მუსიკა | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 |
| ფიზიკური აღზრდა და სპორტი | |||||||||||||
| 11 | ფიზიკური აღზრდა | 3 | 3 | 3 | 3 | 3 | 3 | 3 | 3 | 2 | 2 | 2 | 2 |
| 12 | ჭადრაკი | 1 | 1 | ||||||||||
| სულ კვირეული (სავალდებულო) საათობრივი დატვირთვა | 21 | 22 | 23 | 23 | 25 | 25 | 25 | 25 | 28 | 28 | 28 | 28 | |
| დამატებითი
სავალდებულო საგანი |
|||||||||||||
| 13 | საღვთო სჯული | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 |
| სულ კვირეული საათობრივი დატვირთვა | 24 | 26 | 27 | 27 | 28 | 28 | 28 | 28 | 30 | 30 | 30 | 30 | |
საათობრივი ბადე საბაზო და საშუალო საფეხურისათვის
| კლასი
საგანი |
VII | VIII | IX | X | XI | XII | |
| ქართული ენა და ლიტ. | 5 | 5 | 5 | 5 | 5 | 5 | |
| მათემატიკა | 5 | 5 | 4 | 5 | 5 | 5 | |
| I უცხო ენა (ინგლისური) | 3 | 3/2 | 2 | 2 | 2 | 2 | |
| II უცხო ენა (რუსული) | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | |
| ისტორია | 2 | 2/3 | 3 | 2 | 3 | 2 | |
| გეოგრაფია | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | ||
| მოქალაქეობა | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | ||
| სამოქ. თავდ. და უსაფრთ. | 1/0 | ||||||
| ბიოლოგია | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | ||
| ფიზიკა | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | ||
| ქიმია | 2 | 2 | 2 | 2 | |||
| სახვ. და გამოყ. ხელოვნება | 2 | 2/1 | 1/2 | ||||
| მუსიკა | 2 | 1/2 | 2/1 | ||||
| ფიზიკური აღზრდა | 2 | 2 | 2 | 2 | 2/1 | 2 | |
| საღმრთო სჯული | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | |
| არჩევითი საგნები | ფოლკლორული ანსამბლი | 2 | |||||
| სამედიცინო ბიოლოგია | 2/0 | ||||||
| გეოგრაფიული კვლევა | 2 | ||||||
| პროექტით სწავლება | სამოქალაქო განათლება | 1 | 1 | ||||
| სახვ. და გამოყ. ხელოვნება | 1 | ||||||
| მუსიკა | 1 | ||||||
| ს უ ლ | 33 | 33 | 34 | 36 | 35.5 | 21,5 | |
საათობრივი ბადის განმარტება
- V-VI კლასებში ისწავლება II უცხო ენა – რუსული;
- IX კლასი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება I სემესტრში, კვირაში 1 საათი და II სემესტრში – კვირაში 2 საათი. მუსიკა ისწავლება I სემესტრში – კვირაში 2 საათი და II სემესტრში – კვირაში 1 საათი.
- XI კლასში I სემესტრში ფიზიკურ აღზრდას ეთმობა კვირაში 2 საათი, II სემესტრში – კვირაში 1 საათი.
- XII კლასი – სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ისწავლება I სემესტრში, ჯამურად 14 საათი. არჩევითი საგანი ისწავლება I სემესტრში, კვირაში 2 საათი;
- VII-XII კლასებში საგანში – ფიზიკური აღზრდა – სკოლა ირჩევს შემდეგ მიმართულებებს: ფეხბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი;
- I-XII კლასები – ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი სავალდებულო საგანი საღმრთო სჯული, ისწავლება კვირაში 2 საათი, I და II სემესტრში.
შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა კლასებისა და საგნების მიხედვით
(იხ. დანართი №1)
- გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეების და საგნების მიხედვით
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების ათვისებისა და სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის სკოლაში არსებობს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსი:
- გრიფმინიჭებული და დამატებით სავალდებულო საგანში შერჩეული სასკოლო სახელმძღვანელოები I-დან XII კლასის ჩათვლით
- დამხმარე მხატვრული, მეცნიერული, მეთოდური და რელიგიური ლიტერატურა
- სხვადასხვა სახის თვალსაჩინო და დიდაქტიკური მასალა (რუკები, პლაკატები, მოდელები, სქემები)
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია
- ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, მათ შორის I- XII კლასისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების თითო ეგზემპლარი.
- კომპიუტერული კლასი ინტერნეტმომსახურებით
- საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები, აუდიო და ვიდეო მოწყობილობები და მასალები.
სკოლაში შემუშავებულია სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსით სარგებლობის წესები.
სკოლა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.
სკოლის მიერ არჩეული სახელმძღვანელოები (იხ. დანართი №2)
- სადამრიგებლო პროგრამა
სკოლაში ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი.
დამრიგებლის მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს:
- მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას;
- პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გრძნობის გააზრებას, სხვადასხვა აქტივობებში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას მათი ინტერესების გათვალისწინებით;
- მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
- კანონმორჩილი, ეთნიკური თუ რელიგიური მრავალფეროვნებისადმი პატივისმცემელი დემოკრატიული პრინციპებისადმი საღი დამოკიდებულების მქონე, ეროვნული ღირებულებებისა და ბუნებრივი გარემოს დამცველი მოქალაქის აღზრდას.
დამრიგებლის მოვალეობებია:
- გააცნოს მოსწავლეს და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები, სკოლის შინაგანაწესი და სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები.
- სისტემატიურად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემისა თუ წარმატების შესახებ.
- სასწავლო წლის დასაწყისშივე მოახდინოს მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
- იკისროს შუამავლობა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემის წარმოქმნისას, საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს სკოლის დირექტორს/მოძღვარს.
- ხელი შეუწყოს სადამრიგებლო კლასში მოსწავლეების ეკლესიურ აღზრდას, ზნეობრივი ნორმებისა და სკოლის შინაგანაწესით დადგენილი წესების დაცვას.
- მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში დაადგინოს გაცდენის მიზეზი.
- მოიწვიოს მშობელთა კრებები და გააფორმოს კრების ოქმი.
- ჰქონდეს მშობელთან ეფექტური კომუნიკაცია, რაშიც იგულისხმება:
ა) მშობლის გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გამოყენება მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარების მიზნით.
ბ) სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენება: ტელეფონი, სოციალური ქსელი, პირადი მიმოწერა, იმეილი, პირადი შეხვედრა სკოლაში.
გ) სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
დ) მშობლებთან ერთად პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. მეთოდური ლიტერატურის შეთავაზება მოსწავლეთა აღზრდის საკითხებზე.
ე) საკლასო და სასკოლო ღონისძიებების გამდიდრება მრავალფეროვანი ღონისძიებებით.
ვ) თანამშრომლობა მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფთან და ჯგუფის მიერ დაგეგმილი საკითხების განხორციელებაში მხარდაჭერა და დახმარება.
- ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს დროულად შეიტანოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა ნიშნები და გაცდენები აკადემიური შეფასების ფურცელსა და პირად საქმეში.
- მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში მოამზადოს საჭირო ინფორმაცია.
- შეადგინოს სამუშაო გეგმა და რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი, ასაკის შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული თემებისა და მიმართულებების, ქრისტიანული ცხოვრების წესისა და მორალის გათვალისწინებით:
ა) პიროვნული და მორალური განვითარება.
ბ) გარემოს დაცვითი კულტურის განვითარება.
გ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
დ) უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია.
ე) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება.
ვ) რელიგიური, ეროვნული და ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობა და პოპულარიზაცია.
- დამატებით: IX-XII კლასებში ჩაატაროს პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები.
- დაწყებით (I-IV) კლასებში კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება შემდეგზე:
ა) კითხვის ტექნიკის სრულყოფა;
ბ) წაკითხულის განხილვა-გააზრების უნარის განვითარება;
გ) ანალიზისა და მსჯელობის უნარის განვითარება;
დ) შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარის განვითარება.
შესაბამისი კლასის ( IX და XI კლასები) დამრიგებლები ზრუნავენ მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციაზე. სკოლას აქვს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა.
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის
გაკვეთილების ჩატარების განრიგი
| N | კლასები
და სემესტრები |
IX კლასი | XI კლასი | ||
| საგანი | I ს | II ს | I ს | II ს | |
| 1 | პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა | 1 | 1 | ||
| სულ
წლიური საათობრივი დატვირთვა |
8 | 4 | |||
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით გათვალისწინებული
აქტივობების განრიგი:
| N | ორგანიზება | აქტივობის სახეობა | დრო |
| 1 | სკოლის ადმინისტრაცია
IX-XI კლასების დამრიგებლები |
გასვლითი ექსკურსიები სხვადასხვა საწარმოებში,
უმაღლეს სასწავლებლებში, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიზნით |
სასწავლო წლის განმავლობაში |
| 2 | სკოლის ადმინისტრაცია IX-X-XI კლასების დამრიგებლები | პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებთა მოწვევა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიზნით | სასწავლო წლის განმავლობაში |
11. ინკლუზიური განათლება
(იხ. დანართი №3)
- სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების, გადახედვისა და გაუმჯობესების მექანიზმები
სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება ხორციელდება სასწავლო წლის დასაწყისში.
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის სასწავლო გეგმა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის წესდებასა და საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის რეკომენდაციებს.
სასკოლო სასწავლო გეგმას დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს სამუშაო ჯგუფი – დირექტორის მოადგილეები, საგნობრივი კათედრის გამგეები, პედაგოგები. ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის წესდების, საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის რეკომენდაციების, სკოლის განვითარების ექვსწლიანი და ერთწლიანი სტრატეგიული გეგმების, მისიის, სემესტრული და წლიური შედეგების, ანალიზებისა და მოთხოვნათა გათვალისწინებით.
შემუშავებული სასკოლო გეგმა განიხილება და მტკიცდება სკოლის პედაგოგიურ საბჭოზე. სკოლა უზრუნველყოფს დამტკიცებული სასწავლო გეგმის ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისა და მშობლებისათვის არაუგვიანეს სასწავლო წლის დაწყებიდან პირველი კვირის ბოლომდე, ხოლო სრული ვერსიის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისათვის. სემესტრის ბოლოს ხდება სასკოლო სასწავლო გეგმის გადახედვა და ცვლილებების განხორციელება. გადახედვის შედეგად, სემესტრის ბოლოს განხორციელებული ცვლილებები მტკიცდება პედაგოგიურ საბჭოზე.
სასკოლო სასწავლო გეგმის გადახედვისა და გაუმჯობესების პროცესში ჩართულია სასკოლო საზოგადოება:
- სკოლის დირექცია
- საგნობრივი კათედრები
- კლასის დამრიგებლები
- მოსწავლეები
- მშობლები
მონიტორინგი და შეფასება
- მონიტორინგი ხორციელდება სასწავლო პროცესზე და მოსწავლეთა შედეგებზე.
პასუხისმგებელი პირი/პირები: დირექტორის მოადგილე/მოადგილეები სასწავლო დარგში;
- შეფასება – მონიტორინგის შედეგზე დაყრდნობით ხდება სასწავლო პროცესის ანალიზი.
პასუხისმგებელი პირი: სკოლის დირექტორი
- სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგი
პასუხისმგებელი პირები:
- დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში;
- კლასის დამრიგებლები.
- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტის მიღწევების მონიტორინგი
პასუხისმგებელი პირები:
- დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში;
- საგნობრივი კათედრის თვმჯდომარეები:
მოსწავლეთა მიღწევების მონიტორინგი
პასუხისმგებელი პირები : მასწავლებლები, საგნობრივი კათედრები, კლასის დამრიგებლები
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მონიტორინგი
პასუხისმგებელი პირები: დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში; საგნობრივი კათედრის თავმჯდომარეები.
- სასკოლო გარემო და სკოლის საერთო კულტურა
პასუხისმგებელი პირები: სასკოლო საზოგადოება, მოსწავლეები და მშობლები.
მონაცემთა შეგროვების წყაროები
მონაცემთა შეგროვების წყაროებია:
- შედეგების ანალიზები
- სამუშაო შეხვედრები
- მშობელთა კრებები
- პირადი შეხვედრები
- ანკეტირებები
- თითოეული საგნის გაწერილი პროგრამები
- მოსწავლეთა მიღწევების ამსახველი დოკუმენტაცია (გამოკითხვის შედეგები, შეფასების დინამიკა, შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი და სხვ.)
- მასწავლებელთა გაკვეთილზე დასწრების მასალები
- საგნობრივი კათედრების დოკუმენტაცია
- მასწავლებლების პორტფოლიოები
- ბიბლიოთეკის/კომპიუტერული კლასის რესურსები
- კლასის დამრიგებლების პორტფოლიოები
- საგნობრივ კათედრებსა და კათედრებს შორის არსებული თანამშრომლობის ამსახველი მასალა
აღნიშნულ მონაცემთა დამუშავებისა და SWOT ანალიზების საფუძველზე ხდება სასკოლო სასწავლო გეგმაში ცვლილებების შეტანა.
სასკოლო სასწავლო გეგმაში ცვლილებების შეტანის მიზეზი შესაძლებელია გახდეს ესგ-ს ცვლილება ან სხვა საკანონმდებლო გადაწყვეტილება/ ბრძანება.
