
მოსწავლეებმა ცნობილი დეკორატორის ბაღი და სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს
p>მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესით, მოტივაციითა და ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თამარ ბადაშვილი) ცნობილი მებაღე – დეკორატორის მიხეილ მამულაშვილის ბაღი და ახლადგახსნილი სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.
მოსწავლეები გაეცნენ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის – მიხეილ მამულაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, მოისმინეს ინფორმაცია მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატებისა და შეგროვილი კოლექციის შესახებ, ბოლოს კი ბაღიც დაათვალიერეს.
„ირგვლივ ისეთი სილამაზე სუფევდა , მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და , რაც მნიშვნელოვანია, გაჩნდა ინტერესი მებაღეობის პროფესიის შესწავლასთან დაკავშირებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მიხეილ მამულაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას მიღებული ინფორმაცია და შთაბეჭდილებები მოსწავლეებს დაეხმარება, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში , ასევე სასწავლო პროცესშიც.
იხილეთ ფოტოები:








